სპალეტი: ხვიჩას ამას არ დავუვიწყებთ - სიკეთე დაუბრუნდება

AutoSharing Option
"ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი სერია A-ს მეცხრე ტურში "კრემონეზესთან" სტუმრად გამარჯვებამ (4:1) გაახარა, განაცხადა, რომ საქმისადმი ფეხბურთელების ასეთი დამოკიდებულებით ყველაფერი მარტივი და სასარგებლო ხდება და ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.

ნეაპოლური გუნდის მწვრთნელი განსაკუთრებით იმით დარჩა კმაყოფილი, რომ მეკარესთან პირისპირ გასულმა ქართველმა თავად კი არ გაიტანა, არამედ უკეთეს პოზიციაზე მყოფ ირვინგ ლოსანოს გადააწოდა ბურთი. მისი თქმით, ეს კვარაცხელიას გოლია, ამას არ დაუვიწყებენ, სიკეთე უკან დაუბრუნდება, ხოლო რაც შეეხება პენალტს, "კვარას" სულ ეუხეშებოდნენ და იმ ეპიზოდშიც წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი.

მოკლედ, რაც უნდა
მეურვეობდნენ ხვიჩას, რაც უნდა ეუხეშებოდნენ, რაც უნდა უგულებელყონ მატჩისას პარტნიორებმა, ის თავისას მუდამ აკეთებს და გადამწყვეტ მომენტში "თამაშსაც აკეთებს" - მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 12 მატჩში 6 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა. ვერაფერს იტყვი, შთამბეჭდავი შედეგია, მით უმეტეს, დებიუტანტისთვის.

მკითხველის კომენტარები / 50 /
პირისპირ გასულმა კვარამ ყველას დაანახა რომ, გოლი მისთვის მნიშვნელოვანი არაა და პასი გაუკეთა ლოსანოს,ასევე სპალეტიც დაარწმუნა იმაში რომ მას გუნდურად თამაშიც შეუძლია.
qomagi
12:35 11-10-2022
0
ამ თამაშზედაც შესამჩნევი იყო მარჯვენა ფრთის უმეტესად დატვირთვა, ანუ თუ მეტი არა, ორი სამზე მაინც იყო. ხვიჩა მარჯვენა ფრთაზე რომ გადმოდის, რისთვის გადმოდის, ეს მწვრთნელს რატომ უნდა გამოეპაროს? იმიტომ გადმოდის, რომ მარცხნივ ბურთს არ აძლევენ. მიუხედავად ამისა, ხვიჩა, თავისას მაინც აკეთებს და გააკეთებს ყოველთვის, რადგან ორი მუშა ფეხი აქვს და სულ ერთია საიდან შეუტევს.
ჟორა გაბრიჭიძე
18:41 10-10-2022
1

სიახლეები პოპულარული