ჩემპიონთა ლიგა. ჰოლანი VS ხოჭოლავა მეორედ და გენერალური რეპეტიცია საქართველომდე

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგა მე-4 ტურით ბრუნდება. რა თქმა უნდა, ქართველი გულშემატკივრების დიდი ინტერესი 12 ოქტომბრისკენაა მიმართული, როცა ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" "აიაქსს" უმასპინძლებს, თუმცა ჩვენებური სამშაბათის შეხვედრაშიც გვყავს - დავით ხოჭოლავა.

ქართველი მცველის დანიური "კოპენჰაგენი" "მანჩესტერ სიტის" ამჯერად საკუთარ მოედანზე ეთამაშება. მოგეხსენებათ, ერთი კვირის წინ "ქალაქელებმა" დიდი ანგარიშით (5:0) გაიმარჯვეს. ერლინ ჰოლანმა დუბლი შეასრულა, პირველი ტაიმის შემდეგ კი აღარ გამოჩენილა. სამწუხაროდ, ხოჭოლავამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, ახლა კი რეაბილიტაციის საშუალება ეძლევა.

ორიოდე დღის წინ გაირკვა, რომ საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებები ერთმანეთს ევროპის
ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დაუპირისპირდებიან, შესაბამისად, ჰოლანი-ხოჭოლავას დუელის დიდი შანსი არსებობს. შესანიშნავ ფორმაში მყოფ "სიტის" ფორვარდთან მეორე შეხვედრა ქართველი მცველისთვის 2023 წლის მარტისთვის (საქართველოში, სავარაუდოდ, თბილისში) ერთგვარი გენერალური რეპეტიციაც გამოვა. ფაქტობრივად, გამორიცხულია, ისინი მანამდე მოედანზე ისევ შეხვდნენ.

დღევანდელი მატჩი 20:45 საათზე დაიწყება. გვარდიოლას "სიტის" 9 ქულა აქვს , დორტმუნდის "ბორუსიას" - 6, "სევილიასა" და "კოპენჰაგენს" კი ერთ-ერთი.

altსაქართველოს ნაკრების შანსები, უპირატესობები და პრობლემები - მომავლის ვარსკვლავები ერთ ჯგუფში

მკითხველის კომენტარები / 5 /
სერბეთთან ხომ ვერაფერი გააწყო ნორვეგიამ? რატომ ვერაფერი გააკეთა იქ რობოტმა ხომ ვერ მეტყვით? მხოლოდ იმიტომ არა, რომ სიტის ფეხბურთელები არ ჰყავს. საქართველოსთან კვარა შეაჩერებს მას და მე ვერ ვიგებ რობოტს 830 000 ფუნტს კვირაში როგორ უხდიან? ამდენის ღირსი ნამდვილად არაა!
ლაშა
21:26 11-10-2022
3
იქნებ ლოჩოშვილმა შეაჩეროს
ირაკლი
20:56 11-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული