ზივზივაძე სკანდალში გაეხვია - ქართველის ქმედებებმა "ფეჰევარის" ფანებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია

AutoSharing Option
fmc.hu-ს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და "ფეჰევარის" ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ თავისი კლუბის ქომაგები აღაშფოთა.

გუშინ, 10 ოქტომბერს, უნგრეთის ჩემპიონატის მე-4 ტურის გადადებული შეხვედრა შედგა და "ფეჰევარი" საკუთარ მოედანზე "უიპეშტთან" 0:1 დამარცხა, ბუდუ კი ცვლილებაზე შემოვიდა და მოედანზე ბოლო 17 წუთი გაატარა...

გავრცელებული ინფორმაციით, მატჩის დასრულების შემდეგ, "ფეჰევარის" ფეხბურთელები თავიანთი გუნდის ფანებს წაგებული თამაშის გამო ბოდიშს უხდიდნენ, ზივზივაძე კი ამ დროს "უიპეშტის" ფეხბურთელბთან ერთად იცინოდა. მოგეხსენებათ, სწორედ ამ გუნდში გაატარა განათხოვრების წესით ნახევარი სეზონი ქართველმა ფეხბურთელმა და გასაკვირი არაა, რომ ის "უიპეშტის"
მოთამაშეებს კარგად იცნობდა.

თუმცა ყველაფერი ამით არ შემოფარგლულა... გულშემატკივრებს თავიანთი საყვარელი გუნდის ფეხბურთელებისთვის მაისურების გახდა მოუთხოვიათ, რადგან ბოლო პერიოდში საშინელი შედეგები აქვთ. მოთამაშეებმა ეს თხოვნა არ დააკმაყოფილეს, უფრო მეტი აღშფოთება კი ზივზივაძეს გამოუწვევია, რომელმაც "უიპეშტის" ფეხბურთელს მაისური გაუცვალა, მეტოქე გუნდის ფანებს ხელი დაუქნია და მოედანი ისე დატოვა... 

ზივზივაძის "ფეჰევარს" 10 ტურში 11 ქულა აქვს და მე-8 პოზიციაზეა. მწვრთნელი ქართველს ძირითადად შეცვლებზე ათამაშებს და ამიტომ თავი მხოლოდ ერთხელ გამოიჩინა...
მკითხველის კომენტარები / 16 /
როდის გაუვა კონტრაქტის ვადა რომ წამოვიდეს მაგ გუნდიდან. უიპეშტსაც არ მისცეს და თვითონაც მცირე დროს აძლევენ, უიპეშტში მაგარი სეზონი ჰქონდა.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
15:10 11-10-2022
3
არც არის გასაკვირი, იმ გუნდში ენდობოდნენ და პატივს სცემდნენ, რა სჭირს ბუდუს საიმისო რომ 15წუთს ათამაშებენ, ეგეც სულ ვარსკვლავებით დაკოპლექტებული გუნდი არა მყავდეს
ალეკსანდრე
16:44 11-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული