"არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს დარჩება "აძურიში", ნამდვილი ფენომენია - კასანო "კვარას" თამაშით აღფრთოვანებულია

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, 9 ოქტომბერს სერია A-ს მე-9 ტურში "ნაპოლი" "კრემონეზეს" ესტუმრა და 4:1 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, ქართველმა გარემარბმა 26-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, შეხვედრის მიწურულს კი საგოლე პასი გააკეთა და ირვინგ ლოსანოს გაატანინა.

ჩვენებურის თამაშს მადრიდის "რეალისა" და "რომას" ყოფილი ფეხბურთელი ანტონიო კასანო კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და Bobo TV-ის ეთერში "კვარას" შესახებ ისაუბრა:

"ნეაპოლელები მთელი მატჩის განმავლობაში მოედანზე ოსტატურად მოქმედებდნენ. "კრემონეზე" მონდომებით თამაშობდა, თუმცა "ნაპოლი" 90 წუთის განმავლობაში დომინირებდა.

აქ არის ქართველი, ხვიჩა კვარაცხელია, რომლის შესახებაც აღარ
ვიცი, რომელი ეპითეტი გამოვიყენო. ის აქ 2 თვის წინ ჩამოვიდა, იტალიური ენაც არ იცის, ახალ ქალაქს უნდა შეეგუოს, ხვიჩა კი ყველა შეხვედრაში განსხვავებას ქმნის. ვაღიარებ, არ მეგონა, თუ საქმე ასეთ ფენომენთან გვქონდა. ყოველ კვირას გააქვს გოლები და საგოლე პასებს აკეთებს. უბრალოდ, შესანიშნავია. არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს დარჩება "აძურიში" - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" 23 ქულით სერია A-ს ერთპიროვნული ლიდერია. ლუჩანო სპალეტის გუნდი მორიგ შეხვედრას ხვალ, 12 ოქტომბერს, ამსტერდამის "აიაქსის" წინააღმდეგ გამართავს.

alt"ხვიჩა უბრალოდ შთამბეჭდავია! ეს მხოლოდ რონალდომ და მან შეძლეს" - ცნობილმა ფეხბურთელმა "კვარა" ბრაზილიელ ფენომენს შეადარა!

alt"ქართველია, ვერ შეძლებსო... კვარაცხელიას ტრანსფერი შევთავაზე და მითხრა, გუნდიდან გამაგდებენო..." - სანიოლმა ხვიჩას შესახებ ისაუბრა



მკითხველის კომენტარები / 11 /
კასანომ, უდაოდ ნიჭიერმა ფეხბურთელმა, თავისი უხასიათობის გამო ფეხი ვერც ერთ გუნდში მოიკიდა, ამიტომ მეც არასოდეს მომწონდა, უფრო პირიქით, მაგრამ ხვიჩაზე მისი გამონათქვამების გამო უკვე შემიყვარდა:)
Irakli
19:37 11-10-2022
0
მთელი ყოფილი ფეხბურთელები ერთხმად და ყოველდღე საუბრობენ ხვიჩაზე რომ აღმოჩენა და უდიდესი ტალანტიაო მართლაც რომ ასეა მალე მოუწევთ აღიარება რომ პირველია მე ამაში ყოველი მისი თამაშის შემდეგ ვრწმუნდები და რა სასიხარულოა თან ქართველი კვარაცხელიაო ამბობენ ხვიჩა შენ შეგიძლია აიყოლიო შენი ახალგაზრდა თანაგუნდელები და დაამტკიცოთ ევროპაზე რომ ყველაზე მაგრები ქართველები ვართ უბრალო მაგალითს მოვიყვან ამასწინათ პატარა ხორვატიამ ფინალამდე მიაღწია მოინდომეს და მიაღწიეს ახლა ჩვენი ჯერია მე ვიცი შენ შეგიძლია ღმერთმა ხელი მოგიმართოს!
ზაზა
20:49 11-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული