"ხვიჩას ფიზიკურმა მომზადებამ შოკში ჩამაგდო" - "ნაპოლის" სამწვრთნელო შტაბის ყოფილი უფროსი

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში წარმატებულად ასპარეზობას განაგრძობს, ქართველის შესახებ იტალიურ პრესაში ყოველდღიურად იწერება და მასზე სხვადასხვა საფეხბურთო ექსპერტი აღფრთოვანებით საუბრობს.

ამჯერად, ხვიჩაზე "ნაპოლის" სამწვრთნელო შტაბის ყოფილმა უფროსმა ალფონსო დე ნიკოლამ Marte Sport-ის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ "კვარას" ფიზიკურმა მონაცემებმა შოკში ჩააგდო.

"ველოდი თუ არა "ნაპოლისგან" ასეთ დასაწყისს? მათი სიძლიერის შესახებ ვიცოდი, მაგრამ ასეთ დასაწყისს არ ველოდი. მართლაც წარმოუდგენლად ასპარეზობენ. თუ იანვარშიც ასეთი დასაწყისი გვექნება, სკუდეტოს აუცილებლად მოვიგებთ.

რომელმა ფეხბურთელმა გამაოცა ყველაზე მეტად? ყველა ახალწვეულმა, მაგრამ განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელიამ, შოკში
ჩამაგდო იმით, თუ რამდენად ძლიერია, ფიზიკურად ძალიან კარგადაა მომზადებული" - განაცხადა ალფონსო დე ნიკოლამ.

ხვიჩა კვარაცხელიამ "პარტენოპეის" მაისურით 12 შეხვედრაში 6 გოლის გატანა და ამდენივე საგოლე პასის შესრულება შეძლო. "ნაპოლი" მომდევნო მატჩს ხვალ, ამსტერდამის "აიაქსის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.

altნეაპოლში "აიაქსის" ფანი დაჭრეს - ხვალ "მარადონაზე" საგიჟეთი იქნება

alt"არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს დარჩება "აძურიში", ნამდვილი ფენომენია - კასანო "კვარას" თამაშით აღფრთოვანებულია

alt"ქართველია, ვერ შეძლებსო... კვარაცხელიას ტრანსფერი შევთავაზე და მითხრა, გუნდიდან გამაგდებენო..." - სანიოლმა ხვიჩას შესახებ ისაუბრა




მკითხველის კომენტარები / 19 /
კიდევ ერთხელ მადლობა სლუცკის და რუბინის ფიზმომზადების მწვრთნელენს (ესპანელებს) ყველას გვახსოვს როგორი მივიდა ხვიჩა რუბინში სკვინჩასავით გსამხდარი და სუსტი და როგორი წამოვიდა იქედან !
zura222
03:57 12-10-2022
4
ეს ძალიან კარგის მანიშნებელია ქართველებზე. ყველა ალმაცერად რომ გვიყურებდა. იმედია ახლა აფრიკაში აღარ დაიჭერენ ვერტალიოტიდან ვიღაცეებს და საქართველოს მოაქცევენ ყურადღებას
ილია
00:37 12-10-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული