რატომ ვერ გადავიდა მამარდაშვილი "აიაქსში" ზაფხულის ბოლო დღეებში - ჩაშლილი ტრანსფერის უცნობი დეტალები

AutoSharing Option
relevo.com-ი იმ მიზეზებზე წერს, რის გამოც საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი ზაფხულში "აიაქსში" ვერ გადავიდა.

მოგეხსენებათ, მაშინ იწერებოდა, რომ ჩვენებურის დამატება მანჩესტერულ გრანდებს, ასევე, "ტოტენჰემსაც" სურდათ, თუმცა, როგორც ჩანს, გარიგების დახურვასთან ყველაზე ახლოს ამსტერდამული გუნდი იყო.

მოკლედ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო კვირას "აიაქსის" წარმომადგენლები ვალენსიაში იმყოფებოდნენ და "ღამურების" ბოსებთან მოლაპარაკებებს მართავდნენ.

ირკვევა, რომ ნიდერლანდელები მზად იყვნენ ქართველი კიპერის სანაცვლოდ გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევრო გადაეხადათ, თუმცა მათი მიზნები სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში შეიცვალა. 

მათ ეს თანხა "სევილიადან" ლუკას ოკამპსოის დასამატებლად გაიღეს, კარი
კი ვეტერანებს - მარტინ სტეკელენბურეგსა და რემკო პასვეერს ანდეს.

relevo.com-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ გიორგიმ "ვალენსიასთან" კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა და გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო გახდა, ის "აიაქსის" დაკვირვების ქვეშ კვლავ არის და ნიდერლანდური კლუბი მის ტრანსფერს კვლავ ეცდება. წყარო წერს, რომ მამარდაშვილი მომავალ სეზონში "აიაქსის" კიპერობის მთავარ კანდიდატად განიხილება, რადგან სეზონის დასრულების შემდეგ ვეტერანი პასვეერი და სტეკელენბურგი წავლენ...
მკითხველის კომენტარები / 8 /
კიდე კარგი არ გადავიდა. მერე ხვიჩა ამოავსებდა და შუღლი იქნებოდა.
serj ოფ დი ისტორია
17:23 13-10-2022
3
არსად არუნდა გადავიდეს მამარდა მშვენიერ ადგილასაა პრიმერაში, მოიხოდება ვალენსიაც სულ ესე ხოარ იქნება რეალს ბარსას ეთამაშება
beqa
17:30 13-10-2022
1

სიახლეები პოპულარული