გრაცელთა ტრავმამორჩენილმა ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა თამაში სასტარტოდან დაიწყო, 27-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 58-ეზე შეცვალეს.
45-ე წუთზე მასპინძლები იმობილემ დააწინაურა, შესვენებაზე გასვლის წინ კი მსაჯმა რომაელთა ნახევარმცველი ლაძარი გააძევა. შეცვლაზე შესულმა 19 წლის ბოვინგმა შესვენების შემდეგ ანგარიში გაათანაბრა. მალე პედრომ „ლაციო“ წინ გაიყვანა, თუმცა შემდეგ ბოვინგმა ისევ გაიტანა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.
F ჯგუფში ყველა გუნდს 5-5 ქულა აქვს. "შტურმი" 27 ოქტომბერს „ფეიენოორდს“ უმასპინძლებს.
რომი. „ოლიმპიკო“
ლაციო - შტურმი 2:2
გოლები: 1:0 იმობილე (45, პენ), 1:1 ბოვინგი (56), 2:1 პედრო (71), 2:2 ბოვინგი (83)
გაძევება: ლაძარი (45+2, ლაციო)