"სასწრაფოდ იყიდეთ კვარაცხელია!" - როგორ ეტრფის მაურიციო სარი ხვიჩას 2019 წლიდან

AutoSharing Option
იტალიური Il Messaggero წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში თურმე ჯერ კიდევ 2019 წელს შეიძლებოდა გადაბარგებულიყო.

აღნიშნული წყაროს ცნობით, მაურიციო სარის (იმ დროს "იუვენტუსს" წვრთნიდა) მაშინ "რუსთავის" საკუთრება კვარაცხელია შეუმჩნევია და სასწრაფოდ მისი გადაყვანა მოსურვებია, თუმცა ეს ამბავი არ გამოვიდა, ხვიჩა კი შემდეგ "რუბინში" აღმოჩნდა.

Il Messaggero წერს იმის შესახებაც, რომ სარის "კვარას" წაყვანა ამ ზაფხულსაც სურდა, თუმცა "ლაციოზე" უკეთესი "ნაპოლი" აღმოჩნდა. 

აქვე გეტყვით, რომ Football Italia-ს ცნობით, ხვიჩა ტოპ 4 ევროპულ ჩემპიონატში გატანილი ბურთებითა და ასისტებით საუკეთესოთა შორის მეექვსე ადგილზე
იმყოფება. 

ექვსეული ასე გამოიყურება:

ერლინ ჰოლანი - 20 გოლი, 3 ასისტი
ნეიმარი - 11 გოლი, 9 ასისტი
რობერტ ლევანდოვსკი - 14 გოლი, 2 ასისტი
ლიონელ მესი - 8 გოლი, 8 ასისტი
ჯამალ მუსიალა - 7 გოლი, 7 ასისტი
ხვიჩა კვარაცხელია - 7 გოლი, 5 ასისტი.


მკითხველის კომენტარები / 12 /
ჰალანდთან ხუმრობა არ შეიძლება, არავის არ ვაშინებ მაგრამ იმის იმედზე ნუ ხართ რომ პასის მიმცემი ჭირდება. პასის მიმცემი კი ჭირდება მაგრამ მთლად ეგრეც არაა, იმდენად ძლიერია რომ თვითონაც შეუძლია გატანა და პასი კი არა ბურთს სადაც ჩაიგდებს იქიდან შეუძლია გატანა. ძალიან ცოტა, მინიმალური დახმარება ჭირდება. თუ გინდა რომ გოლი არ გაატანინო, მაგისკენ მარტო პასები კი არ უნდა გადაკეტო არამედ საერთოდ მაგის ნახევარხე ბურთი არ უნდა გავარდეს. ბურთი უნდა დაუმალო. ხვიჩა მაგისგან განსხვავებით არის ტეხნარი გამრღვევი პასის მიმცემი და შემქმნელი. გოლის გატანაშიც საკმაოდ მაგარი და ფხიანი.

ხვიჩა არი გამრღვევი, გამჭრელი. ჰალანდი არის დამრტყმელი. ხვიჩას შეუძლია მისი დამარცხება გუნდურად. მაგისი გუნდის წინააღმდეგ საჭიროა როგორც ფიზიკა ტაქტიკა და დაცვაში მაგარი თამაში, ასევე უკიდურესად თავხედური და ტექნიკური თამაში. ნერვების მოშლა და ყვითლების აკიდება მაგათზე. ის რაც ესპანეთმა გააკეთა გერმანიის წინააღმდეგ 2010 წლის მსოფლიოს ნახევარფინალში, დელ ბოსკესგან ქონდათ დავალება მაქსიმალურად ტექნიკურად ეთამაშათ და წყობიდან გამიეყვანათ როგორც მატადორი და ხარები.
1.
15 ოქტომბერი 2022 02:43
1
ჰაალანდი რა თქმა უნდა მაგარი თავდამსხმელია,მაგრამ მგონია ხვიჩასთან ახლოსაც ვერ მივა! ჰაალანდი არის საჯარიმოს ფეხბურთელი,ცენტრფორვარდი-ანუ ბოლო დამრტყმელი კარისკენ,რაც ნამდვილად კარგად გამოსდის. აი ხვიჩა კი არის ვირტუოზი,შემქნელი,დრიბლიორი,ფეთქებადი,ჭკვიანი და კიდევ მშრომელი! ხვიჩას თამაშს უდიდესი სიამოვნება მოაქვს მაყურებლისთვის,რაც თანამედროვე ფეხბურთში ფუფუნებაა.
ჰაალანდს მარტო გოლების გატანა შეუძლია.ლამაზი თამაშით მისგან არ ვართ განებივრებული. ალბათ იტყვით,გოლის გატანა არის მთავარიო და ასეც არის,მაგრამ ფეხბურთი გვიყვარს ხვიჩასნაირი ფეხბურთელების გამო და არა კიბორგ-რობოტა ჰაალანდისნაირების გამო...
gulshematkivari0703
14 ოქტომბერი 2022 23:19
6
ცოტახანში ჰალანდი რონალდოს პონტში გაიჩითება და კვარაცხელია მესის პონტში.
დიმო
14 ოქტომბერი 2022 22:57
0
ერლინ ჰოლანმა დაიწყო ავსტრიიდან მერე გერმანიაში თანაც დორტმუნდში იყო და გადავიდა სიტიში ყველგან ჰყავდა ძლიერი კონკურენტები და თვითონაც გაძლიერდა ამიტომაც თამაშობს ასე ძლიერად ჩვენი ხვიჩა ამ დროს სად თამაშობდა?რუსთავში მერე რუბინში და ბოლოს ბათუმში ამჩნევთ თუ არა განსხვავებას? მე ნამდვილად ვამჩნევ მხოლოდ ახლა დაიწყო კარგ გუნდში თამაში და თანაც როგორ სულ ცოტაც ვაცალოთ და მერე ვნახოთ ვისი აჯობებს მე ვნატრობ რომ ლიგაზე ნაპოლის ჯერ რეალი შეხვდეს და მერე სიტი აი სწორედ იქ დაამტკიცებს ხვიჩა რომ უძლიერესია ეს უეჭველი ასე იქნება თუ არადა მაგასაც ვნახავთ ხვიჩა ჩვენია ჩვენი სიამაყეა და ახლა მაგის ხელშია ჩვენი გახარებაც!!!
ზაზა
14 ოქტომბერი 2022 22:32
0
წელს ნაპოლი მოიგებს ყველაფერს რაც მოსაგებია. სიტი ვერ მოიგებს ყველაფერს რაც მოსაგებაი. ვიმეორებ. მოიგებს ნაპოლი ყველაფერს
ვალენსია რუსთავი
15 ოქტომბერი 2022 04:13
0
ჰოლანდი უდიდესი ფეხბურთელია, მაგრამ ხვიჩას ფეხბურთი სანახაობრივად უკეთესია. მაყურებელს სანახობა იტაცებს. ხვიჩა თანდათან აუმჯობესებს თამაშს და უფრო მრავალფეროვანი ხდება. ვნახოთ 2-3 წელიწადში რა იქნება.
ქიტესა
14 ოქტომბერი 2022 19:28
0
მოკლედ ეს ჰოლანდი რა აუღებელი სიმაღლე გახდა! 20 გოლი, თან ჩვენს ბრილიანტზე უნცროსია თვეებით. ვფიქრობ ხვიჩა გოლებით ვერ და ეწევა,მაგრამ თამაშის ხარისხით ,თავისი დრიბლინგებით აჯობებს სეზონის განმავლობაში.
დავით 67
14 ოქტომბერი 2022 18:55
1
a a-ს! ჰო.მართალი ხარ
დავით 67
15 ოქტომბერი 2022 02:56
0
დიდი ჰალანდი ხვიჩაზე წლინახევრით
a a
14 ოქტომბერი 2022 21:27
0
მაგის გარდა კიდე დორტმუნდს და ლევერკუზენს უნდოდა, მაგრამ ჯუღელთან მეგობრობის გულზე გადაწყვიტეს რუსეთში წაყვანა. და მაგის მერე იძახით ვიღაცეები რომ თურმე "რუსებმა აღმოაჩინეს რუსების გარდა არავის უნდოდა" თურმე "ფაქტია რომ რუსეთმა გაზარდა ჩამოაყალიბა როგორც ფეხბურთელი რუსეთს დიდი წვლილი აქვს და ვაღიაროთ" რუსების გარეშე დაიკარგებოდა თითქოს სადმე... როცა პირიქით რუსეთში ხვიჩამ წლები დაკარგა სად დორტმუნდი და იტალია და სად რუსეთი, თავიდანვე ევროპაში რომ წასულიყო ეხლა უკვე გრანდში იქნებოდა იმ დონეზე იქნებოდა. აი ეს არის განსხვავება. და კიდევ უარესი, რუსეთში კინაღამ ჩატოვეს და დაუნგრიეს კარიერა, კინაღამ ჩაკლეს და ჩაალპეს მისი ტალანტი. ბოლოს რომ მოდიოდა უკვე სანაგვეზე ყავდათ გადაგდებული, ბოლომდე "გაშიფრული" მცველებმაც შეისწავლესო და ვსიო მორჩა მაგის ფეხბურთიო არავინ აბლატავებსო უკვე. კიდე იტალიელებს დასცინოდნენ ვინ მიგყავთო ჩვენ გვკითხეთო არაფერი ფეხბურთელი ეგ არ არისო. და კიდე ასეთ "ხალხს" ლოკავთ უძვრებით, იცავთ დორბლებს ყრით და რუსეთის მიმართ მადლიერებაზე ქადაგებთ ვიღაცეები
Xisti.
14 ოქტომბერი 2022 18:16
8
ზუსტად,არადა მახსოვს ბაიერნსაც უნდოდა რუსეთში წასვლამდე!!!
სოსო
14 ოქტომბერი 2022 21:13
1
დაგაგვიანდა მაურიციოოოო
გიორგი
14 ოქტომბერი 2022 18:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული