"სასწრაფოდ იყიდეთ კვარაცხელია!" - როგორ ეტრფის მაურიციო სარი ხვიჩას 2019 წლიდან

AutoSharing Option
იტალიური Il Messaggero წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში თურმე ჯერ კიდევ 2019 წელს შეიძლებოდა გადაბარგებულიყო.

აღნიშნული წყაროს ცნობით, მაურიციო სარის (იმ დროს "იუვენტუსს" წვრთნიდა) მაშინ "რუსთავის" საკუთრება კვარაცხელია შეუმჩნევია და სასწრაფოდ მისი გადაყვანა მოსურვებია, თუმცა ეს ამბავი არ გამოვიდა, ხვიჩა კი შემდეგ "რუბინში" აღმოჩნდა.

Il Messaggero წერს იმის შესახებაც, რომ სარის "კვარას" წაყვანა ამ ზაფხულსაც სურდა, თუმცა "ლაციოზე" უკეთესი "ნაპოლი" აღმოჩნდა. 

აქვე გეტყვით, რომ Football Italia-ს ცნობით, ხვიჩა ტოპ 4 ევროპულ ჩემპიონატში გატანილი ბურთებითა და ასისტებით საუკეთესოთა შორის მეექვსე ადგილზე
იმყოფება. 

ექვსეული ასე გამოიყურება:

ერლინ ჰოლანი - 20 გოლი, 3 ასისტი
ნეიმარი - 11 გოლი, 9 ასისტი
რობერტ ლევანდოვსკი - 14 გოლი, 2 ასისტი
ლიონელ მესი - 8 გოლი, 8 ასისტი
ჯამალ მუსიალა - 7 გოლი, 7 ასისტი
ხვიჩა კვარაცხელია - 7 გოლი, 5 ასისტი.


მკითხველის კომენტარები / 12 /
მოკლედ ეს ჰოლანდი რა აუღებელი სიმაღლე გახდა! 20 გოლი, თან ჩვენს ბრილიანტზე უნცროსია თვეებით. ვფიქრობ ხვიჩა გოლებით ვერ და ეწევა,მაგრამ თამაშის ხარისხით ,თავისი დრიბლინგებით აჯობებს სეზონის განმავლობაში.
დავით 67
18:55 14-10-2022
1
მაგის გარდა კიდე დორტმუნდს და ლევერკუზენს უნდოდა, მაგრამ ჯუღელთან მეგობრობის გულზე გადაწყვიტეს რუსეთში წაყვანა. და მაგის მერე იძახით ვიღაცეები რომ თურმე "რუსებმა აღმოაჩინეს რუსების გარდა არავის უნდოდა" თურმე "ფაქტია რომ რუსეთმა გაზარდა ჩამოაყალიბა როგორც ფეხბურთელი რუსეთს დიდი წვლილი აქვს და ვაღიაროთ" რუსების გარეშე დაიკარგებოდა თითქოს სადმე... როცა პირიქით რუსეთში ხვიჩამ წლები დაკარგა სად დორტმუნდი და იტალია და სად რუსეთი, თავიდანვე ევროპაში რომ წასულიყო ეხლა უკვე გრანდში იქნებოდა იმ დონეზე იქნებოდა. აი ეს არის განსხვავება. და კიდევ უარესი, რუსეთში კინაღამ ჩატოვეს და დაუნგრიეს კარიერა, კინაღამ ჩაკლეს და ჩაალპეს მისი ტალანტი. ბოლოს რომ მოდიოდა უკვე სანაგვეზე ყავდათ გადაგდებული, ბოლომდე "გაშიფრული" მცველებმაც შეისწავლესო და ვსიო მორჩა მაგის ფეხბურთიო არავინ აბლატავებსო უკვე. კიდე იტალიელებს დასცინოდნენ ვინ მიგყავთო ჩვენ გვკითხეთო არაფერი ფეხბურთელი ეგ არ არისო. და კიდე ასეთ "ხალხს" ლოკავთ უძვრებით, იცავთ დორბლებს ყრით და რუსეთის მიმართ მადლიერებაზე ქადაგებთ ვიღაცეები
Xisti.
18:16 14-10-2022
8
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული