"ნაკლებად სავარაუდოა "ფეჰერვარში" დარჩეს, კლუბის წარმომადგენლებს ვესაუბრეთ" - უნგრული გამოცემა ბუდუზე წერს

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, უნგრულმა "ფეჰერვარმა" ქართველი ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე არასპორტული მიზეზების გამო პირველი გუნდიდან მოკვეთა და იანვრის სატრანსფერო ფანჯარამდე შემტევი მეორე გუნდში ივარჯიშებს.

უნგრული გამოცემა Nemzetisport.hu ბუდუს შესახებ წერს და "ფეჰერვარიდან" წასვლას უწინასწარმეტყველებს.

"საქმე საკმაოდ უცნაურ შემთხვევასთან გვაქვს, ზივზივაძემ გასული სეზონის იჯარის წესით "უიპეშტში" გაატარა, ორშაბათს კი ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა, ქართველი მათი გუნდის გულშემატკივრებს მიესალმა და მოედანი დატოვა მაისურით, რომელიც ყოფილმა თანაგუნდელმა გაუცვალა, ამ მიზეზების გამო, კლუბმა გადაწყვიტა გუნდიდან გაეძევებინა, "ფეჰერვარის" ქომაგებმა გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირეს, რადგან ბუდუს ეს
ჟესტი მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ზივზივაძის ამგვარი ქმედება გარკვეულწილად გასაგებია, "უიპეშტში" იჯარამდე "ფეჰერვარში" თამაშში საშუალოდ გოლი 0.29-ჯერ გაჰქონდა, "იისფერ-თეთრებში" გადასვლის შემდეგ კი მაჩვენებელი 0.87-ამდე გაიზარდა და წარმატებული სეზონი ჩაატარა, კლუბში დაბრუნების შემდეგ კვლავ მეორე არჩევანი გახდა და მწვრთნელის ნდობა ვერ მოიპოვა, იყო მცდელობა მას და კენან კოდროს ერთად ეთამაშათ, თუმცა ტაქტიკამ არ გაამართლა, ბუდუმ გამოთქვა სურვილი, რომ კვლავ "უიპეშტში" დაბრუნდეს, ქართველის გაყიდვის წინააღმდეგი არც "ფეჰერვარი" იქნება, თუმცა უნგრულ კლუბებს ასეთი დონის ფეხბურთელების შეძენა პირდაპირი ტრანსფერით, არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობის გამო, უჭირთ.

ოთხშაბათს, "ფეჰერვარის" წარმომადგენლებს ვკითხეთ, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ქართველი ფეხბურთელის სარეზერვო გუნდში ყოფნა და არსებობს თუ არა გამოსავალი, მათგან პასუხები ვერ მივიღეთ, თავად ფეხბურთელმა ფაქტთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ უნგრული კლუბის ქომაგებისთვის შეურაცხყოფის მიყენება არც კი უფიქრია, დიდი ალბათობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ბუდუს იჯარით გაშვება განიხილება, შემდგომი გამოსყიდვის უფლებით" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ზივზივაძემ ამ სეზონში "ფეჰერვარის" მაისურით 10 მატჩი ჩაატარა, მატჩებში ძირითადად სათადარიგოთა სკამიდან ერთვებოდა, ამიტომ თავი მხოლოდ 1 გატანილი გოლით გამოიჩინა.

altSportall.ge ბუდუ ზივზივაძეს მხარდაჭერას უცხადებს

altGeo Team: "ფეჰერვარმა" ბუდუ ზივზივაძე პირველი გუნდიდან გააძევა

მკითხველის კომენტარები / 12 /
აზაროვს რაც შეეხენა თავიდანვე ცუდი სუნი ასდიოდა მაგ ტრანსფერს თურქეთში 3 მილიონად ყიდულობდნნენ და მილიონ 300 ათასად გაიდეს სერბეთში
ნოდო
11:49 15-10-2022
1
ჩრდილო კორეაშიც არ ხდება მსგავსი რამ კლუბი რატო უნდა მოიქცეს ისე როგორც ულტრასებს უნდა თუ ესე მოქცევა ყოველგვარ აზრს მოკლებულია კლუბს თუ არ შეუძლია თავის ფეხბურთელი მწვრთნელი ან ნებისმიერი მათი თანამშრომელი დაიცვას ეგეთ კლუბს არასდროს აქ მომავალი რამდენი წელია ფეხბურთს ვუყურებ და არ მინახია ერთი ფეხბურთელი ვისაც ყოფილი გუნდისთვის გოლი გაეტანოს და აღენიშნოს ეს არის პატივისცემა და არა იმ კლუბის მიმართ უფრო მეტი სიყვარული ვიდრე სადაც მოქმედი კონტრაქტი აქ
ნოდო
11:45 15-10-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული