"კვარაცხელია "ნაპოლიმ" უფასოდ ჩაიგდო ხელში - "ტოტენჰემმა" შანსი ვერ გამოიყენა" - ინგლისელი ექსპერტი

AutoSharing Option
ზაფხულში "ტოტენჰემს" ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა შეეძლო, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. ამის გამო ლონდონურ კლუბთან დაკავშირებული საფეხბურთო ექსპერტი ჯონ უენჰემი იმედგაცრუებულია.

"ქართველ გარემარბს "ტოტენჰემს" ზაფხულში ხშირად უკავშირებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მისი გვარის წარმოთქმა ძალიან ძნელია, ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება არასოდეს დამზარებია. მარცხენა ფლანგზე ნამდვილ საფრთხეს წარმოადგენს. შეტევაში უბრალოდ მუდამ ბომბივითაა. "ნაპოლიმ" ხელში პრაქტიკულად უფასოდ ჩაიგდო და მეტოქის დაცვაში ქაოსს ქმნის. ტრანსფერი ვერ განვახორციელეთ, რაც გულდასაწყვეტია, რადგან უკვე ათჯერ მეტი ღირს", - განუცხადა უენჰემმა Football Insider-ის კორესპონდენტ ბენ უაილდს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ
კვარაცხელიას ნაცვლად "ტოტენჰემმა" "ევერტონისგან" ბრაზილიის ნაკრების 25 წლის თავდამსხმელი რიშარილსონი 50+10 მილიონ ფუნტად შეიძინა და მან ამ სეზონში პრემიერლიგის 8 მატჩში ჯერ გოლი ვერ გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ინგლისის პრემიერლიგაში არა ყვავი. მანდ გაუგებარ ფეხბურთს თამაშობენ და უამრავი არგენტინელი თუ ბრაზილიელი ფეხბურთელი ამბობს იქ გადასვლაზე უარს. უკლებლივ ყველა ოქროს ბურთის მფლობელი ვინც გახდა არცერთი არ ყოფილა პრემიერლიგიდან და... ისე თუ ვინმეს გადასვლა სურს იქ, წავიდეს ასაკში ყოფნისას, როგორც ძოლა ან/და გადაბარგდეს, საამიროებში ან აშშ-ში, გაცილებით უპრიანი იქნება!
ლაშა
17:09 15-10-2022
3
მართლაც ნიჭიერები და მაგრები ხართ!
ზაზა
13:31 15-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული