დიდებული კვარაცხელიას მორიგი საგოლე პასი - "ნაპოლიმ" ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-10 ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ბოლონია“ 3:2 დაამარცხა.

მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, დიდი ძალებით უტევდნენ, კვარაცხელია ყველასგან გამორჩეული იყო, მეურვეები ვერ აკავებდნენ, ჯერ ეუხეშნენ და ტრავმას გადაურჩა, შემდეგ სამი ისეთი პასი გააკეთა, პარტნიორებს უთუოდ რომ უნდა გამოეყენებინათ, მაგრამ ვერ იხეირეს და დაისაჯენ კიდეც - კონტრშეტევაზე სტუმრები ზირკზეემ დააწინაურა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი ჟეზუსმა ანგარიში გაათანაბრა.

შესვენების შემდეგ ხვიჩა ფლანგიდან მცველს გაექცა, ცენტრისკენ შეიწია, მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, ხოლო დამატებაზე ყველას ლოსანომ დაასწრო. მერე
მერეტმა არგასაშვები გაუშვა და ბაროუმ თანაფარდობა აღადგინა. 69-ე წუთზე „კვარამ“ ფილიგრანული პასით ოსიმენი გოლკიპერს პირისპირ შეჰყარა და მან ნეაპოლელები წინ გაიყვანა. 81-ე წუთზე ზილენსკის შორიდან დარტყმული ბურთი რიკოშეტით ხარიხას მოხვდა და შეხვედრა 3:2 დასრულდა.

კვარაცხელიამ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 14 მატჩში 7 გოლი გაიტანა, 6 საგოლე გადაცემა გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა.

„ნაპოლიმ“ ლიდერობა დაიბრუნა, მეორეადგილოსანი "ატლანტა" 2 ქულით ჩამოიტოვა და 23 ოქტომბერს გასვლაზე „რომას“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ბოლონია 3:2
გოლები: 0:1 ზირკზეე (41), 1:1 ჟეზუსი (45), 2:1 ლოსანო (49), 2:2 ბაროუ (51), 3:2 ოსიმენი (69)

მკითხველის კომენტარები / 60 /
ამ თამაში ხვიჩამ მინიმუმ 5 საგოლე გადაცემა გააკეთა,2 აქედან ძელს მოხვდა და მხოლოდ ერთი გამოიყენა ოსიმენმა. Დიდებული პასები აკეთა კვარამ.
Კახა
22:15 16-10-2022
0
აი, ამიტომ ვამბობ, რომ სტატისტიკა და ბომბარდირობა არაფერს ნიშნავს... სტატისტიკურად ხვიჩამ ერთი საგოლე პასი შემატა საკუთარ მონაგარს და რეალურად კი, ვინც ბოლონიელთა ნახევარზე გადავიდა, ყველა პირისპირ გაიყვანა მეკარესთან (რატომ ღმერთი არ გაიცინებს - მარიო რუიც კი), თუმცა პარტნიორთაგან არც ერთს ეყო ნამუსი და ტექნიკა (ალბათ, უფრო მეორე), რომ ერთი საგოლე ხვიჩასთვისაც ეპასათ... დიდი ფეხბურთელები ყოველგვარი სტატისტიკისა და ბომბარდირობის გარეშეც დიდები არიან...
ვოოტ
22:38 16-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული