ხვიჩა კვარაცხელიას ჩინებულ თამაშზე უკვე ყველამ კარგად იცით, თუმცა გულშემატკივრებმა ვერ შეამჩნიეს ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი.
"კვარას" ხელზე თეთრი სამაჯური ეკეთა, ზედ კი უსასრულობის ნიშანი და მარიტა ეწერა...
შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
ფოტო აღებულია Geo Team-ის გვერდიდან