კიტეიშვილი შეცვლაზე შევიდა და სამ წუთში გოლი გაიტანა

AutoSharing Option
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "შტურმის" ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში პირველად გაიტანა გოლი.

გრაცულმა გუნდმა მეთორმეტე ტურში სახლში 3:2 დაამარცხა "ვოლფსბერგერი". კიტეიშვილი შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე და 48-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა (1:1). მან ტრავმა მოირჩინა და მიმდინარე ტურნირზე მეოთხე მატჩში მიიღო მონაწილეობა.

"შტურმი" 27 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ზალცბურგს" 2 ქულით ჩამორჩება და ამ გუნდს 22 ოქტომბერს სტუმრად დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგი ამბავია ძალიან,
კიტე მაგრად გვჭირდება.
იქნება მოუმატოს ფიზიკურად და ისე რომ მარტივად აღარ დაიმტვრეს..
კიტესთან ერთად ნაკრები სხვაა, უმისოდ კი მაგრად გვიჭირს ბურთის შემაგრება, მარტო კვარა ვერ გვიშველის ყოველთვის.
1
კიტე რაღაცნაერი ფეხბურთელია,ადრეც დინამოშიც იღებდა ტრავმებს და ისევ მაგარი ბრუნდებოდა.ანუ,ჩემი აზრით მისი თამაშის სტილი არ არის კონდიციებზე აწყობილი-უბრალოდ თამაში იცის და თამაშობს.
ახლა თუ ფიზიკურად მოუმატებს- უფრო სწრაფად და მეტს იმოძრავებს მაშინ მოხდება ის რაც დანიელმა თქვა-ბაიერნის მწვრთნელი რო ვიყო ვიყიდიდიო.
Levani
02:43 17-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული