კიტეიშვილი შეცვლაზე შევიდა და სამ წუთში გოლი გაიტანა

AutoSharing Option
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "შტურმის" ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში პირველად გაიტანა გოლი.

გრაცულმა გუნდმა მეთორმეტე ტურში სახლში 3:2 დაამარცხა "ვოლფსბერგერი". კიტეიშვილი შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე და 48-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა (1:1). მან ტრავმა მოირჩინა და მიმდინარე ტურნირზე მეოთხე მატჩში მიიღო მონაწილეობა.

"შტურმი" 27 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ზალცბურგს" 2 ქულით ჩამორჩება და ამ გუნდს 22 ოქტომბერს სტუმრად დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
კიტე მთავარი ფიგურაა და მაგრა გვჭირდება.. წელს ჩემპიონები ვართ
კოკორია...გრაცი
17 ოქტომბერი 2022 22:33
0
"კიტე" აუცილებელია ჩვენი ნაკრებისთვის. წარმატებები მას და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
17 ოქტომბერი 2022 16:16
0
კარგი ამბავია ძალიან,
კიტე მაგრად გვჭირდება.
იქნება მოუმატოს ფიზიკურად და ისე რომ მარტივად აღარ დაიმტვრეს..
კიტესთან ერთად ნაკრები სხვაა, უმისოდ კი მაგრად გვიჭირს ბურთის შემაგრება, მარტო კვარა ვერ გვიშველის ყოველთვის.
Bs
17 ოქტომბერი 2022 02:56
1
კიტე რაღაცნაერი ფეხბურთელია,ადრეც დინამოშიც იღებდა ტრავმებს და ისევ მაგარი ბრუნდებოდა.ანუ,ჩემი აზრით მისი თამაშის სტილი არ არის კონდიციებზე აწყობილი-უბრალოდ თამაში იცის და თამაშობს.
ახლა თუ ფიზიკურად მოუმატებს- უფრო სწრაფად და მეტს იმოძრავებს მაშინ მოხდება ის რაც დანიელმა თქვა-ბაიერნის მწვრთნელი რო ვიყო ვიყიდიდიო.
Levani
17 ოქტომბერი 2022 02:43
0

სიახლეები პოპულარული