დავითაშვილი შეცვალეს და "ბორდომ" კორსიკაში გამარჯვება ხელიდან გაუშვა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-12 ტურის დასკვნით მატჩში „ბორდო“ გასვლაზე „ბასტიასთან“ ფრეს დასჯერდა - 1:1. ზურიკო დავითაშვილმა 84-ე წუთამდე ითამაშა.

83-ე წუთზე ჟირონდული გუნდი უკრაინელმა იგნატენკომ დააწინაურა, რის შემდეგაც მწვრთნელმა დაცვის გაძლიერება გადაწყვიტა, დავითაშვილი მცველ დეპიუსოთი შეცვალა და მასპინძლებმა კომპენსირებულ დროში ანგარიში გაათანაბრეს.

დავითაშვილმა ჩემპიონატზე 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, „ბორდო“ კი 24 ქულით ლიდერია და 22 ოქტომბერს „ანსის“ უმასპინძლებს.

ბასტია. „არმან სეზარი“
ბასტია - ბორდო 1:1
გოლები: 0:1 იგნატენკო (83), 1:1 ვან დერ კერკჰოფი (90+4)

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბორდოს მესამე თამაშს ვუყურე და გაკვირვებული ვარ რამდენად ინტენსიური, ფიზიკაზე დაფუძნებული ჩემპიონატია. ბურთი პრაქტიკულად არ ჩერდებოდა და მსაჯიც აძლევდა ხისტი თამაშის შესაძლებლობას. გაკვირვებული ვარ ქართველისგან იმით, რომ არ ჩამორჩება აფრო-ამერიკელებს მოძრაობაში და ორთაბრძოლებში. ამავე დროს დავითაშვილის ტექნიკა თვალში საცემია და რამოდენიმეჯერ მშვენიერი დრიბლინგი წამოიწყო. დარწმუნებული ვარ ზურიკო ძალიან მოუმატებს და გაიზრდება.
კობი 74
10:27 18-10-2022
1
სხვადასხვს მეორე ლიგის ჩემპიონატებს გვანახებენ ტელევიზორში(2 ბუნდესლიგა,ჩემპიონშიბი) მათ ჩვენებას არ ჯობია საფრანგეთის ლიგა 2 აჩვენონ? სადაც ნაკრების ფეხბურთელები გამოდიან?
kaxa
08:39 18-10-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული