დავითაშვილი შეცვალეს და "ბორდომ" კორსიკაში გამარჯვება ხელიდან გაუშვა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-12 ტურის დასკვნით მატჩში „ბორდო“ გასვლაზე „ბასტიასთან“ ფრეს დასჯერდა - 1:1. ზურიკო დავითაშვილმა 84-ე წუთამდე ითამაშა.

83-ე წუთზე ჟირონდული გუნდი უკრაინელმა იგნატენკომ დააწინაურა, რის შემდეგაც მწვრთნელმა დაცვის გაძლიერება გადაწყვიტა, დავითაშვილი მცველ დეპიუსოთი შეცვალა და მასპინძლებმა კომპენსირებულ დროში ანგარიში გაათანაბრეს.

დავითაშვილმა ჩემპიონატზე 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, „ბორდო“ კი 24 ქულით ლიდერია და 22 ოქტომბერს „ანსის“ უმასპინძლებს.

ბასტია. „არმან სეზარი“
ბასტია - ბორდო 1:1
გოლები: 0:1 იგნატენკო (83), 1:1 ვან დერ კერკჰოფი (90+4)

მკითხველის კომენტარები / 6 /
რა ხდება მხოლოდ წელიწადში ერთხელ ისვრის ყარაულის თოფი
დავით87
16:51 18-10-2022
3
Kaxas vetanxmebi safrangetis 2 Liga unda achvenon aucileblad,erti periodi aziis chempionta ligasac achvenebdnen da avstraliis chempionatsac,exla roca qartvelebi tamashoben iq arcerts agar achveneben saocaria pirdapir...
Givi
11:36 18-10-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული