შოთა არველაძე შეიძლება ცნობილი კვიპროსული გუნდის მწვრთნელად დანიშნონ

AutoSharing Option
თურქული "ფანატიკის" ცნობით, შოთა არველაძემ, რომელიც 30 სექტემბერს გაათავისუფლეს "ჰალ სიტის" მწვრთნელის პოსტიდან, შეიძლება მალე კვიპროსის "ომონია" ჩაიბაროს.

ნიქოზიურმა კლუბმა ახლახან დაითხოვა სამუშაოდან გუნდის თავკაცი ნილ ლენონი და გამოცემა წერს, რომ არაა გამორიცხული, "სელტიკის" ყოფილი ლეგენდა "რეინჯერსის" ყოფილმა ლეგენდამ შეცვალოს.

აგრეთვე განიხილება 42 წლის ბელგიელი იანიკ ფერერას კანდიდატურა. მან ცოტა ხნის წინ დატოვა საუდის არაბეთის "ალ-ფატეხი". კვიპროსული kerkida-ს მტკიცებით, ფერერასთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

"ომონიას" 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 7 ტურის შემდეგ ჩემპიონატზე 9 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
შოთა არ არის ცუდი მვრთნელი უბრალოდ ისეთ დროს მიდის კლუბებში სადაც არეულ-დარეული სიტუაციებია და ამის დალაგება უძნელდება ხოლმე,დალაგებულ კლუბში ვგულისხმობ ხელმძღვანელობას თუ ყველაფერი წესრიგში აქვს, შოთა კარგად იმუშავებს,მე პირადად სანიოლის მერე შოთას ნაკრებში ვხედავ, მაგრად დაქოქავდა ბიჭებს და მისი ფილოსოფია შემტევი სტილია, რომელიც მაგრად მოუხდებოდა დღევანდელ ნაკრებს, რადგან იქ შემტევი სტილის ფეხბურთელები არიან მეტი წილი თავმოყრილი,მაგალითად მიქაუტაძე, ზივზივაძე, დავითაშვილი, კვარაცხელია, საბა ლობჟანიძე, წიტაიშვილი, ჩაკვეტაძე, ამათ სათამაშო სტილს შოთას სათამაშო ფილოსოფია მოუხდებოდა მაგრად.
qomagi
20:02 21-10-2022
1
Svanazes dauyenon gverdit da evropaze uket moemzadeba gundi.tumca shoti did mayutze tanxmdeba xolme marto.paralelurad batumis chabarebac sheidzleba.kviprosi araferia fulis garda.
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული