ბადრი კვარაცხელია ხვიჩაზე - "კი არ გაამართლა, დაამტკიცა, რაც შეუძლია"

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ყოფილმა ფეხბურთელმა ბადრი კვარაცხელიამ, რომელიც ოჯახთან ერთად იტალიაში იმყოფება, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ნეაპოლელთა ქართველი გარემარბის შესახებ ისაუბრა:

"როცა "ნაპოლის" სტადიონის ტრიბუნებზე ხარ და შენს გვარს 60 ათასი გულშემატკივარი სკანდირებს, ამ გრძნობის გადმოცემა შეუძლებელია. მით უმეტეს, საქართველოს ჩემპიონატიდან წამოსული ფეხბურთელი ასე რომ ითამაშებს...

ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ხვიჩა თავიდანვე ამას შეძლებდა. მან კი არ გაამართლა, დაამტკიცა, რაც შეუძლია...

გუნდში ჯგუფები არ არის, ერთიანობაა. მეგობრული დამოკიდებულება იგრძნობა. ლუჩანო სპალეტის ფეხბურთელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს...

ხვიჩა დილის 8 საათზე ვარჯიშზე
მიდის, დაახლოებით 14:00 საათვისთვის დაღლილი ბრუნდება და ისვენებს. ერთი დღე ჰქონდა დასვენება და ქალაქში გავისეირნეთ...

ჩვენთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ჯერ არავის უსაუბრია. ამ ეტაპზე, ხვიჩა ამაზე არც ფიქრობს, მხოლოდ თამაშებზეა გადართული...

ხვიჩა გამოხმაურებებს ეცნობა, თუმცა მასზე ეს საერთოდ არ მოქმედებს".

altმატჩის დღე! კვარაცხელიას რომში შეჩერებას ამჯერად მოურინიო ეცდება

altქინქლაძის როლი კვარაცხელიას "სიტიში" ტრანსფერში - რას იმედოვნებს მანჩესტერული გუნდის ხელმძღვანელობა

მკითხველის კომენტარები / 9 /
ზუსტად რომ დაამტკიცა რაც შეუძლია და არა გაუმართლა და კიდევ როგორც ამასწინად ეკრანიდან ვიღაც ამბობდა-თავხედი და ნაგლიაო,არავის უჯერებდა და იმიტომაა ნაპოლიშიო.ხვიჩამ დაამტკიცა,სხვა დონეზეა,მტკიცე ხასიათი აქვს და ყველაფრისთვის მზადაა უკვე.
გია
24 ოქტომბერი 2022 19:47
0
ბადრი დიდი მადლობა ასეთი შვილის გაზრდისთვის!
ზაზა
24 ოქტომბერი 2022 11:16
0
ნებისმიერი კომენტარისგან მშობლის მხრიდან თავის შეკავება აჯობებს რამდსენიმე წელი. ყველამ ერთად ვაცადოთ ამ კაი კაცს თამაშ-ცხოვრება
ასე ჯობია
24 ოქტომბერი 2022 02:30
4
მაგარი კაცია ხვიჩა კვადრატში, აცადეთ ყველამ ყველაფერი, კარგი გაგებით რა თქმა უნდა
gori
24 ოქტომბერი 2022 01:55
0
ზოგადად კომენტარებისგან მე პირადად თავს შევიკავებდი, დავაცადოთ ხვიჩას თამაშიც და ცხოვრებაც, ზედმეტი აქტიურობა ცუდად ჩანს..............
სწორი ესეა......
24 ოქტომბერი 2022 01:48
0
მადლობა თქვენ რომ ბევრი სიხარული მოგვანიჭა კვარამ.
თემური
23 ოქტომბერი 2022 23:49
0
ხვიჩასი ის მომწონს რომ საყმაწვილო დაავადებისგან იოლად განიკურნა, (ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში) მისი შრომისმოყვარეობა კი მომავალი ზრდის საწინდარია.Ცოტა იღბალი და მისი Უკეთესი თამაში წინ გვაქვს დარწმუნებული ვარ. რაც მთავარია ხვიჩას წარმატება მაგალითი იქნება მთელი მომავალი თაობისთვის, რომ შრომით ყველაფერი მიიღწევა. Კარგი მაგალითიც გადამდებია
ირაკლი ქუთაისელი
23 ოქტომბერი 2022 21:03
0
მადლობა! კარგი შვილის აღზრდისთვის და საფეხბურთო სიხარულისთვის.
თომა
23 ოქტომბერი 2022 20:11
0
ზუსტად მასე ვფიქრობ მეც.
100%
23 ოქტომბერი 2022 19:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული