Corriere dello sport: ფენომენმა ქართველმა ღირსეული ჟესტისთვის "ოლიმპიკოზე" აპლოდისმენტები დაიმსახურა

AutoSharing Option
გასვლაზე "ნაპოლის" მიერ "რომასთან" სერია A-ს მეთერთმეტე ტურში მოგებულ მატჩში (1:0) "კორიერე დელო სპორტმა" სტუმართა გუნდის გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას ღირსეულ საქციელზე გაამახვილა ყურადღება, როდესაც მოედნის ცენტრში მეტოქის ფეხბურთელი ლორენცო პელეგრინი ტრავმირებული იყო, ქართველმა კი რიკ კარსდორპს ბურთი ფეხებშუა გაუტარა და შემდეგ სახიფათო კონტრიერიშისას თამაში არ გააგრძელა.

კვარაცხელიას ჟესტი, რომელმაც "ოლიმპიკოზე" ყველას აპლოდისმენტები დაიმსახურა

"ნაპოლის" შემტევმა კვარაცხელიამ დაინახა, რომ პელეგრინი გაზონზე იწვა (მას ლობოტკამ უნებლიედ ფეხი ჩაარტყა) და სახიფათო შეტევის წამოწყების ნაცვლად ბურთი აუტში გადააგდო, დიდი სპორტსმენის საკადრისი საქციელი გამოავლინა და
გულშემატკივრებმა ქართველ ფენომენს ტაში დაუკრეს".

მკითხველის კომენტარები / 13 /
ჯერ სადა ხართ. კვარა ლამაზ ფეხბურთთან ერთად, კიდევ ბევრ ვაჟკაცურ მომენტებს გვაჩვენებს! ვეფხის ტყავოსანი დედამ წაუკითხა ბავშვობაში!
ვაჟა მასწავლებელი
02:37 24-10-2022
3
არ გინდათ რა, ეს "ქართველი ფენომენი" და ა.შ. უდავოდ ძალიან ნიჭიერია, არატიპიურქართულად შრომისმოყვარე და იმედია, ასეც გააგრძელებს და ცხვირს არ აწევს. მენოტის მარადონაზე რომ ჰკითხეს - ხომაა უკვე ახალი პელეო, მენოტიმ უპასუხა - პელე რომ გახდეს, ჯერ პელესავით ათასი გოლი უნდა გაიტანოსო. ჩვენ ჩვენი გვიყვარს და ვქომაგობთ, თორემ გაიხედეთ რამდენი არაქართველი ტალანტი თამაშობს, თორემ მე არ მინდა თუნდაც ზიდანივით სახელი შეიქმნას ?
ზურა
09:52 24-10-2022
21

სიახლეები პოპულარული