Corriere dello sport: ფენომენმა ქართველმა ღირსეული ჟესტისთვის "ოლიმპიკოზე" აპლოდისმენტები დაიმსახურა

AutoSharing Option
გასვლაზე "ნაპოლის" მიერ "რომასთან" სერია A-ს მეთერთმეტე ტურში მოგებულ მატჩში (1:0) "კორიერე დელო სპორტმა" სტუმართა გუნდის გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას ღირსეულ საქციელზე გაამახვილა ყურადღება, როდესაც მოედნის ცენტრში მეტოქის ფეხბურთელი ლორენცო პელეგრინი ტრავმირებული იყო, ქართველმა კი რიკ კარსდორპს ბურთი ფეხებშუა გაუტარა და შემდეგ სახიფათო კონტრიერიშისას თამაში არ გააგრძელა.

კვარაცხელიას ჟესტი, რომელმაც "ოლიმპიკოზე" ყველას აპლოდისმენტები დაიმსახურა

"ნაპოლის" შემტევმა კვარაცხელიამ დაინახა, რომ პელეგრინი გაზონზე იწვა (მას ლობოტკამ უნებლიედ ფეხი ჩაარტყა) და სახიფათო შეტევის წამოწყების ნაცვლად ბურთი აუტში გადააგდო, დიდი სპორტსმენის საკადრისი საქციელი გამოავლინა და
გულშემატკივრებმა ქართველ ფენომენს ტაში დაუკრეს".

მკითხველის კომენტარები / 13 /
ფეხბურთი არაა მხოლოდ ბურთი და მოედანი... მხოლოდ ნიჭი და ტალანტი... არამედ ის აუცილებელი მორალური ფასეულობა, რომელიც ხვიჩაში მრავლად არის... და არამარტო მისი საოცარი საფეხბურთო თვისებების გამო, არამედ მისი ადამიანობის გამოც გვიყვარს ჩვენი მარგალიტი!
ვახო...
24 ოქტომბერი 2022 18:09
0
აუ რა ტვინი წაიღეს კომენტარებში. რას გააფანატეთი, სხვაც არის ნიჭიერიო და ასე შემდეგ.
უკაცრავად მაგრამ ვისაც მინდა იმას გავაფანატებ. ფეხბურთია და მოსულა გაკერპებები და ემოციები.
თქვა ხვიჩას მამამ გარკვევით, რომ ასეთი რამეები ხვიჩაზე ზემოქმედებას არ ახდენსო და ამაში პირადად მე დარწმუნებული ვარ.
მოდით ვისაც ვინ უნდა ის შეიყვაროს და აქ ცენზორებათ ნუ დაუდგებით ხალხს!
დავიდ ვილიაზე ვაფანატებდი ადრე, საერთოდ არ იყო ქართველი მაგრამ ვგიჟდებოდი მისი თამაშია სტილზე. ხვიჩა ისეთია ქართველიც რომ არიყოს მაინც ვუგულშემატკივრებდი, ქართველობა უბრალოდ დაემთხვა, მსოფლიო დონის ფეხბურთელია ჩემი აზრით და ამას თუ სადმე ვიტყვი, ხვიჩა წაიკითხავს და ვარჯიშს მოუკლებს, უკვე მაგარი ვარ და მეტი აღარ მჭირდებაო?
რატომ გაქვთ ასეთი პრიმიტიული წარმოდგენები.
ხვიჩას გაცილებით პატარა ასაკიდან აქვს ეგ ზეწოლა მაგრამ მაგას რომ უყურებდეს ამ დონეზე ვერ ავიდოდა.
მესი და მარადონა არისო ყველაზე იძახის ხალხი თუ ვინმე ბურთ გააგორებს, მთავარია ვინ გახდება მართლა მაგარი და ვინ შუა გზაში მიატოვებს თამაშს.
ხვიჩას აქვს მოტივაცია და ამაში ვერ შეუშლის ხელს ვერავინ.
პირადად მე ფეხბურთი ამ ემოციის გამო მიყვარს რასაც ფეხბურთელების მიმართ განვიცდით გულშემატკივრები, რთულ მომენტში ვამხნევებთ, კარგ მომენტებში ტაშს ვუკრავთ და ვაქებთ.(ნუ იმათ არ ვთვლი გულშემატკივრად ვინც ცუდ მომენტებში აგინებენ ფეხბურთელებს)
ზოგი აღმერთებს, ვიღაცა ხატებს ამზადებს მის სახელზე, ვიღაცა სიმღერას უძღვნის, ეს ყველაფერი არის საფეხბურთო ემოცია და ადამიანებს ამის უფლება აქვთ.
რა არის აქ გაუგებარი!!
Spain
24 ოქტომბერი 2022 17:03
4
უნებლიეთ არა, უნებლიედ. თავს დავდებ ამის დამწერი კი არა, 99% ჟურნალისტებისა არა თუ სპორტალზე არამედ მთელ საქართველოში სიტყვა 'უნებლიე'-ს ვერ აბრუნებს. ბრუნება რა არის საერთოდ მეეჭვება იცოდნენ.
odala
24 ოქტომბერი 2022 11:20
14
უნებურო ხვუჩას ენაზე
emigrant
24 ოქტომბერი 2022 16:54
1
უნდა აგეხსნა რატომ არის უნებლიეთ სწორი და არა უნებლიედ, მაგრამ მგონი შენც იმათ რიცხვში ხარ ვისაც წარმოდგენა არა აქვს რა არის ბრუნება. უნებლიედ არის ვითარებით ბრუნვაში, რომლის ნიშანიც არის ად/დ. მარიამ-ად ან ოდალა-დ და ა.შ.
odala
24 ოქტომბერი 2022 15:42
2
ყველა გამოხმაურება
კარგი ბიჭია, შრომობს და მიდის მწვერვალისკენ, უბრალოდ მართლა არ მომწონს, რომ ზემოქმედებას ვახდენთ ამდენი გადაჭარბებული ეპითეტებით. ასაკით ჯერ ძალიან ახალგაზრდაა წინ დიდი გზა აქვს. ასეთი ჯენტლმენური საქციელი ბევრს ჩაუდენია და ამაში გასაკვირი არაფერია
:)))))))))))
24 ოქტომბერი 2022 10:13
16
არ გინდათ რა, ეს "ქართველი ფენომენი" და ა.შ. უდავოდ ძალიან ნიჭიერია, არატიპიურქართულად შრომისმოყვარე და იმედია, ასეც გააგრძელებს და ცხვირს არ აწევს. მენოტის მარადონაზე რომ ჰკითხეს - ხომაა უკვე ახალი პელეო, მენოტიმ უპასუხა - პელე რომ გახდეს, ჯერ პელესავით ათასი გოლი უნდა გაიტანოსო. ჩვენ ჩვენი გვიყვარს და ვქომაგობთ, თორემ გაიხედეთ რამდენი არაქართველი ტალანტი თამაშობს, თორემ მე არ მინდა თუნდაც ზიდანივით სახელი შეიქმნას ?
ზურა
24 ოქტომბერი 2022 09:52
21
ეგ არის მსაჯის კომპეტენცია თუ ნეაპოლელმა ჩაარტყა და მსაჯმა ჯარიმა არ დანიშნა ესეიგი ვერაფერი დაინახა ჯარიმა მილიონი მომენტი მინახავს 20ჯერ რო გაკოტრიალებულა და ისე წამომდგარა ვითომ არაფერი არავინ დაობს მაგარი ჟესტია თუმცა მე რო ვიყო სხვა კლუბში არ ვიყო ქართველი და ეს გამეგო ვისარგებლებდი ბოროტად
ნოდო
24 ოქტომბერი 2022 07:52
37
ჯერ სადა ხართ. კვარა ლამაზ ფეხბურთთან ერთად, კიდევ ბევრ ვაჟკაცურ მომენტებს გვაჩვენებს! ვეფხის ტყავოსანი დედამ წაუკითხა ბავშვობაში!
ვაჟა მასწავლებელი
24 ოქტომბერი 2022 02:37
3
…ვაჟა მასწ. ,ტყავოსანი???!!!
დათო
24 ოქტომბერი 2022 14:31
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული