მატჩის დღე - თუკი კვარაცხელია არ იქნება, როგორ ითამაშებს "ნაპოლი"?!

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" მატჩის დღეა, თუმცა თითქოს ყველანი შეგუებულები ვართ, რომ ჩვენებურს დასვენების საშუალება უნდა მიეცეს. აქამდე ეს მოლოდინი, როგორც წესი, არ მართლდებოდა. ქართველმა ფეხბურთელმა ფიზიკური მონაცემები ყოველდღიურად გააძლიერა და ის მოედანზე 90 წუთს ატარებს. "კვარა" თამაშით სიამოვნებას იღებს. ვნახოთ, რა იქნება დღეს - ჩემპიონთა ლიგის ბოლოსწინა, მე-5 ტურში უდანაკარგო (12 ქულა) და პლეი-ოფში უკვე გასული ნეაპოლელები გლაზგოს "რეინჯერსს" უმასპინძლებენ (22:45 სთ).

იტალიურ მედიაში აქტიურად წერენ, რომ სტანისლავ ლობოტკასა
და ხვიჩა კვარაცხელიას ყველაზე მეტი თამაში უწევთ, უალტერნატივოებო არიან და მთავარი მწვრთნელი მათ დასვენებას გადაწყვეტს. ლუჩანო სპალეტი კარგად გრძნობს, რომ მის გუნდს ახლა ყველაფერი გამოსდის და ორთვიან შესვენებამდე მაქსიმალურად კარგი განწყობით მისვლა სურს. ამავდროულად, თუკი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას დიდ მნიშვნელობას მიანიჭებს, შოტლანდიელებთან საკუთარ მოედანზე გამარჯვება ამისთვის სერიოზული ნაბიჯი იქნება.

როტაცია იმისთვისაცაა მნიშვნელოვანი, გუნდის მაქსიმალურად ყველა წევრმა თავისი საჭიროება იგრძნოს. მაგალითად, ჯოვანი სიმეონე ბოლო დროს ცოტას თამაშობს და თავდაჯერებისთვის მეტი ნდობა ნამდვილად სჭირდება. აასეთ მატჩებში გამოცდილება უნდა შეიძინოს 22 წლის ნორვეგიელმა მცველმა ლეო ოსტიგორმა...

Sportall.Ge

ამ გუნდების პირველ დაპირისპირებაში კვარაცხელიამ პენალტი მეტად მნიშვნელოვან დროს მოიპოვა, რომელიც გოლად პოლიტანომ აქცია. ეს ის შეხვედრაა, როცა პიოტრ ზელინსკიმ თერთმეტმეტრიანი გააფუჭა, განმეორებითი დარტყმა გახდა საჭირო და ვერც ის გამოიყენა. "ნაპოლიმ" მაინც კომფორტული ანგარიშით (3:0) გაიმარჯვა.

თუკი ჩვენებური არ ითამაშებს, ეს საკუთარი გუნდის თამაშში რამდენად
შესამჩნევი იქნება? - "ნაპოლის" რიგებში ამდენი შემოქმედებითობა, დრიბლინგი და გამამწვავებელი პასი ბევრს ნამდვილად არ შეუძლია. ერთ დროს ხვიჩას დუბლიორი, ჩრდილომაკედონიელი ელიფ ელმასი ზამბო ანგისას არყოფნაში ცენტრში თამაშობს და იქნებ ამ პოზიციასთან უკეთ ადაპტირდეს. საინტერესოა, ირვინგ ლოსანო ან მატეო პოლიტანო მარცხნივ ხომ არ ითამაშებენ? დიდი შანსია, ეს ჯაკომო რასპადორი იყოს. დაველოდოთ სპალეტის გადაწყვეტილებას, ყველაფერი ისე უნდა გადაწყდეს, როგორაც ხვიჩას ფიზიკური მზადყოფნისა და უახლოესი მატჩებიდან გამომდინარე იქნება საჭირო. ისე კი, ქართველი გარემარბის გამოსვლა მის სამშობლოში ყოველთვის ძალიან აინტერესებთ და განსაკუთრებით ელიან, თუმცა ის ყოველთვის ვერ ითამაშებს.

ახალი სეზონი „ნაპოლიმ“ საუკეთესოდ დაიწყო: 15 წარმატებული მატჩი, მათგან ზედიზედ 11 მოგება და რაც მთავარია, არც ერთი მარცხი. ყველაზე მეტად შთამბეჭდავია თავდასხმის შედეგიანობა – 43 გატანილი გოლით, დაახლოებით 3 გოლი საშუალოდ მატჩში, რაც ვარსკვლავური შეტევის დამსახურებაა.

12 ნოემბრამდე "კვარასა" და "ნაპოლის" დატვირთული პერიოდი აქვთ, 6 მატჩს გამართავენ. შემდეგ ხვიჩა საქართველოს ნაკრებში ითამაშებს და 2023 წლამდე ოფიციალურ შეხვედრას არ ჩაატარებს. 15 მატჩი, 7 გოლი, 6 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი - ასეთია ჩვენებურის სტატისტიკა "ნაპოლიში" ყველა ტურნირზე და მისი თამაში, რომელიც ამ მაჩვენებლებზე მაღლა დგას.

altსპალეტი "რეინჯერსთან" როტაციას გეგმავს - შეეხება ეს კვარაცხელიას?

altხვიჩა კრიტიკის უფლებას არსად ტოვებს - 40 მატჩი გაფრთხილების გარეშე...

მკითხველის კომენტარები / 24 /
არც ლოსანოა. თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე მოხდება დასვენებული ლიდერების თამაშში ჩართვა. ვგონებ რომ მაინც მოუწევს სპალეტის ამის გაკეთება.
ზაალ
22:04 26-10-2022
0
არც ხვიჩაა ძირითადში და არც ოსიმენი.
გივი
21:50 26-10-2022
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული