"რუსლან, ჩვენი ახალი ხვიჩა ხარ!" - ვის თვლიან "რუბინში" ახალ კვარაცხელიად და როგორ იხსენებენ ქართველს ყაზანში

AutoSharing Option
sport.business-gazeta.ru წერს, რომ "რუბინი" მიმდინარე სეზონში ახალ აქტივობებს ხშირად აწყობს. გუნდის ფანები ყაზანის Ak Bars Arena-ს სტუმრობენ, ათვალიერებენ კლუბის მუზეუმს და ხვდებიან ერთ-ერთ ფეხბურთელს, რომელსაც კითხვებს უსვამენ. 

ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა "რუბინის" 20 წლის შემტევ ნახევარმცველ რუსლან ბერზუკოვთანაც შედგა.

რა თქმა უნდა, ამ შეხვედრის დროს წარსული მოგონებებიც გაიხსენეს და ისე როგორ იქნებოდა, საუბარი ხვიჩა კვარაცხელიას არ შეხებოდა.

"რუბინის" ფოტოგრაფმა ჯალილ გუბაიდულინმა თქვა, რომ კლუბის ოფისსა და მედიადეპარტამენტში ხვიჩას ფოტოებს ხშირად შეხვდებით.

"ძალიან გვიხარია ხვიჩას წარმატებები. ის ყველას ძალიან გვიყვარს და ყოველთვის
გვეყვარება. ძალიან კარგი იყო, როდესაც ის ჩვენს გუნდში თამაშობდა, მაგრამ ყველა თავისი გარკვეული გზით მიდის", - ამბობს გუბაიდულინი.

ერთ-ერთმა ფანმა თქვა - "ახლა ერთადერთი კითხვა ისაა, სად წავა ხვიჩა, მადრიდის "რეალში" თუ "სიტიში"?

ამის შემდეგ "რუბინის" ერთ-ერთმა გულშემატკივარმა საკმაოდ მოულოდნელი და ხმამაღალი განცხადებაც გააკეთა.

"ჩვენ ახალი ხვიჩა კვარაცხელია გვყავს და ეს რუსლან ბეზრუკოვია! ახალგაზრდა, სწრაფი, ტექნიკურად დაჯილდოებული! მან უნდა გააუმჯობესოს თავისი უნარები.

ზოგჯერ ბურთი მალე არ უნდა მოიშორო, შეგიძლია შენს თავზე აიღო, წახვიდე და კარში დაარტყა! ასეთ შემთხვევაში კი 1+1 კი არა, 19+19 სტატისტიკა გექნება", - ამბობს გულშემატკივარი.

საინტერესოა, ვინ არის რუსლან ბეზრუკოვი და საიდან მოიყვანა ის "რუბინმა", თანაც მეორე დივიზიონში?

მან ბავშვობაში თამაში "ნოვოშანკიცკიში" დაიწყო, შემდეგ იყო "როსტოვი" და "სკა როსტოვი". მან რუსეთის მე-2 ლიგის მიმდინარე სეზონი "ნეფტეხიმიკში" დაიწყო, სადაც 7 შეხვედრაში ითამაშა, შემდეგ კი ყაზანს მიაშურა.

როგორც ზემოთ "რუბინის" ერთ-ერთმა გულშემატკივარმა აღნიშნა, ბეზრუკოვს 1 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა აქვს და მან ეს შედეგი 8 მატჩში დააფიქსირა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ეგრე გააგრძელე და ხვიჩა ვერა მაგრამ ახალი ძიუბა გახდები)))
ვენეციის კომისია
14:12 26-10-2022
1
მაგარი შედეგი აქვს. ასე ხვიჩას გაუსწრებთ. მიაწექით.))
დავით 67
13:18 26-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული