მამარდაშვილის "ვალენსია" "რეალს" საუდის არაბეთში შეხვდება

AutoSharing Option
ესპანეთის სუპერთასის გათამაშება საუდის არაბეთში გაიმართება. ტურნირი ახლო აღმოსავლეთში მესამედ ჩატარდება და მონაწილეობას "რეალი", "ბარსელონა", "ბეტისი" და "ვალენსია" მიიღებენ.

სამი მატჩი ერ-რიადში გაიმართება, ერთი კი - ჯიდაში. ნახევარფინალები 11 და 12 იანვარს უნდა ჩატარდეს, ფინალი კი - 15 იანვარს.

ნახევარფინალებში ერთმანეთს "რეალი" და გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია", "ბარსელონა" და "ბეტისი" დაუპირისპირდებიან.

„ვალენსია“ ლა ლიგაში 15 ქულით მე-9 ადგილზეა და 29 ოქტომბერს „ბარსელონას“ უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული