რა შეიძლება ვთქვათ ამ დაპირისპირებაზე? ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს 30 აპრილს, ამავე არენაზე შეხვდნენ და ლუჩანო სპალეტის გუნდმა მოწინააღმდეგისგან ქვა-ქვაზე არ დატოვა (6:1). დღევანდელი შემადგენლობით გოლები ოსიმენის, ლოსანოსა და რაჰმანის ანგარიშზე იყო, თუმცა ერთი
"სასუოლო" სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა და ე.წ. მეორე ეშელონის გუნდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უხერხულია. მაგალითად, მიმდინარე სეზონში ისინი "მილანმა" ვერ დაამარცხა (0:0).
ვინ ითამაშებს კვარაცხელიას წინააღმდეგ? - ეს ამბავი ქართველ გულშემატკივრებს გამსაკუთრებით აინტერესებთ. "სასუოლოს" მარჯვენა მცველი 28 წლის გერმანელი ჯერემი ტოლჯანია, რომელსაც გამოცდილება არ დაეწუნება. ალესიო დიონისის გუნდში, ზოგადად, საინტერესო ფეხბურთელები არიან. ერთ-ერთი ასეთი ახლა შეხვედრას გამოტოვებს - იტალიის ნაკრების ფორვარდი დომენიკო ბერარდი. ნეაპოლელებს კი ტრავმის შემდეგ მნიშვნელოვანი მოთამაშე, ზამბო ანგისა უბრუნდება.
შეხვედრას ანტონიო რაპუანო განსჯის, რომელიც ახლახან პსვ-"არსენალის" (2:0) მეოთხე მსაჯი იყო. მიმდინარე სეზონში "სასუოლოს" ორ შეხვედრას მოემსახურა, ერთ-ერთი უკვე ნახსენები, "მილანთან" დაპირისპირება იყო, სადაც 37 წლის არბიტრი ასევე სათადარიგო არბიტრად მოგვევლინა. ზოგადად, ის ბარათების გამოყენებას არ ერიდება.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" 29 ქულით ჩემპიონატს ლიდერობს და "მილანს" 3 ქულით აღემატება. 15 მატჩი, 7 გოლი, 6 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი - ასეთია ჩვენებურის სტატისტიკა "ნაპოლიში" ყველა ტურნირზე და მისი თამაში, რომელიც ამ მაჩვენებლებზე მაღლა დგას.
"მამარდა" "ბარსასთან", "კვარა" "სასუოლოსთან", ზურიკო "ბორდელეს" წინააღმდეგ - ქართველების შაბათი