მამარდაშვილი და კიდევ ორი სხვა - "იუვენტუსი" არჩევანს სამ მეკარეს შორის გააკეთებს

AutoSharing Option
Gazzetta-it-ის ინფორმაციით, "იუვენტუსი" გუნდის ამჟამინდელ კიპერ ვოიცეხ შესნის, რომელსაც კონტრაქტი გუნდთან 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, შრომით ხელშეკრულებას არ გაუხანგრძლივებს. 

"ვეკია სენიორა" დაყრდნობას არც გუნდის მეორე მეკარე მატია პერინიზე აპირებს და ამიტომ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ამ პოზიციაზე გაძლიერდება.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, "ბებერი ქალბატონის" სიაში სამი კარის დარაჯი გახლავთ. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" წევრი გიორგი მამარდაშვილია.

მეორე 23 წლის მარკო კარნეზეჩია, რომელიც ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზეში" "ატალანტადან" იჯარით თამაშობს. 

რაც შეეხება მესამე ვარიანტს, ის უკვე "ემპოლის"
წევრი, 26 წლის გუილელმო ვიკარიოა. 

ვნახოთ, რას გადაწყვეტს "იუვენტუსი", სადაც ზაფხულიდან დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი...
მკითხველის კომენტარები / 3 /
დაეტიოს იქ სადაცაა,ჯერჯერობით ასე სჯობია
ლექსო
22:20 28-10-2022
7
შესნის ატანა არ მაქ, ვინც გინდა ის იყოს ოღონდ ეს ბანჯო არა
გიო
18:41 28-10-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული