მატჩის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენციაზე საკუთარი გუნდის შესახებ ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
"ხვიჩას ყველაფერი შეუძლია, იდეალურია და ძალიან კარგი ბიჭია, დღეს დაცვაშიც ბევრი იმუშავა. ზოგჯერ თავდამსხმელები ვერ აცნობიერებენ თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს დიდი მანძილის დაფარვას და დაცვითი სამუშაოს შესრულებას, მაგრამ ეს მათ თანაგუნდელებს ძალიან ეხმარებათ.
გუნდის თამაში მომეწონა, ყოველ ჯერზე მეტის გაკეთება უწევთ, რადგან მეტოქეები ორმაგი მოტივაციით ემზადებიან. ასე რომ, მადლობას ვუხდი
ხელიდან ბევრი მომენტი გავუშვით. ორბურთიანი სხვაობით წინ მალევე გავედით და შესაძლოა, სიზუსტის დაკარგვა ამან განაპირობა.
ჩვენ პროფესიონალებისგან შემდგარი ჯგუფი გვყვავს, ბიჭები, რომლებიც მოედანზე სიამოვნებას იღებენ და ამავდროულად სურთ, ყოველთვის გაიმარჯვონ. წარმატების გასაღებიც სწორედ ესაა" - განაცხადა სპალეტიმ DAZN-თან ინტერვიუში.
"ნაპოლიმ" ყველა ტურნირზე ზედიზედ მეცამეტე გამარჯვება მოიპოვა, 32 ქულით ლიდერია და 2 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე "ენფილდზე" "ლივერპულს", ხოლო 5 ნოემბერს იტალიის პირველობაზე ბერგამოში "ატალანტას" დაუპირისპირდება.
"კვარამანია" გრძელდება - ცნობილი გამოცემები ხვიჩას თამაშით აღფრთოვანებულები არიან