"ხვიჩას წყალობით, საქართველო აღარ არის აშშ-ის შტატი ან სტალინის დაბადების ქვეყანა, არამედ ახლა იქცა კვარაცხელიას სამშობლოდ!"

AutoSharing Option
calcionapoli24.it ერთ-ერთი ქართველი გულშემატკივრის კომენტარს აქვეყნებს, რომელიც "ნაპოლისა" და "სასუოლოს" მატჩს დაესწრო.

მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას გამო ნეაპოლელთა საშინაო და საგარეო შეხვედრებს ქართველები მუდმივად ესწრებიან:

"ხვიჩამ ჩვენს ქვეყანაში გააერთიანა ყველა, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, ეროვნებისა და რელიგიისა...

ხშირად ადამიანებს არ ესმით, რატომ არის ფეხბურთი ასეთი მნიშვნელოვანი. მათ ვერ გაუგიათ, როგორ შეუძლია ფეხბურთს გადაგავიწყოს პრობლემები, დროებით წაშალოს ტკივილი და სტრესი თქვენი ცხოვრებიდან.

კვარაცხელიას თამაშის დროს 90 წუთის განმავლობაში ქართველებს ყველაფერი ავიწყდებათ და მხოლოდ მოედანზე ამახვილებენ ყურადღებას.

მსოფლიოში არცერთ ქართველ ემიგრანტს აღარ მოუწევს ახსნა,
საიდან მოდის. ახლა შეგვიძლია ვთქვათ: ჩვენ კვარაცხელიას ქვეყნიდან მოვდივართ და ყველაფერი გასაგები იქნება. ხვიჩას წყალობით, საქართველო აღარ არის აშშ-ის შტატი ან სტალინის დაბადების ქვეყანა, არამედ ახლა იქცა კვარაცხელიას სამშობლოდ", - ნათქვამია კომენტარში.
მკითხველის კომენტარები / 48 /
გერმანიაში ვიმყოფებოდი მივლინებით. სამუშაოს დამთავრების შემდეგ, საღამო ხანს ვსეირნობდი სასტუმროს ახლოს მდებარე სკვერში, თან სიგარტეს ვეწეოდი. ველოლსიპედით გამოიარა ხანდაზმულმა გერმანელმს, სიგარეტი მთხოვა. მივეცი, ფულს მთავაზობდა, ცხადია არ გამოვართვი. საიდან ხარო მკითხა, როცა მივუგე რომ საქართველოდან ვიყავი, დიდი მოწიწებითა და მოკრძალებით წარმოთქვა, ო სტალინი. და ეს გერმანელმა, რომლის ქვეყნის დამარცხებაში სტალინმა დიდი როლი ითამაშა.

საქართველოში კარგ ტონად იქცა სტალინის ლანძღვა-გინება. არც ნაპოლეონი იყო ანგელოზი, მაგრამ აბა ვინმემ გაბედოს კორსიკაში ნაპოლეონზე აუგის თქმა.
სამართალი
14:38 31-10-2022
39
მალე იმასაც მოვესწრებით, ამერიკელ ჯორჯიელებს მოუწევთ თავის დაძვრენა, არა, ხვიჩას ჯორჯიიდან კი არა, ამერიკის ჯორჯიიდან ვართო. :დ
ქუთაისელი
15:37 31-10-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული