ნეაპოლის პოლიციამ ხვიჩა კვარაცხელიას ავტომობილი Mini Countryman-ი, რომელიც გუშინ მოჰპარეს, ქალაქის გარეუბანში აღმოაჩინა, - იტყობინება "კორიერე დელო სპორტი".
გამოცემა აღნიშნავს, რომ მანქანის მოპარვის მომენტში ფეხბურთელს პირველ სართულზე ეძინა და ვერაფერი ვერ გაიგო.
ავტომობილი მფლობელს გადაეცა.
(ვისაც არ გინახავთ, აუცილებლად ნახეთ! ნეაპოლზე, ქურდებსა და ფეხბურთზეა ეს მშვენიერი ფილმი.)