კონფერენს ლიგის ბოლო ტურში "სლოვანმა" ვილნიუსში "ჟალგირისი" 2:1 დაამარცხა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში გავიდა. ნამატჩევს კომენტარი ბრატისლავური გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა:
"ჯგუფში გამარჯვებით გახარებული ვართ. ამის, ჩვენ გარდა, არავის არ სჯეროდა. მესამე შეხვედრიდან კარგად ვითამაშეთ და გავლიდერდით, რაც შესანიშნავია. როგორც მწვრთნელი და ადამიანი, ამას ნორმალურად აღვიქვამ. რთული პერიოდი გადავიტანეთ და დღეს ბედნიერნი ვართ. ძალიან დავიღალე და ამავე დროს, გავიხარე.
თამაშს კარგად ვაკონტროლებდით, ბევრი მომენტი გვქონდა და მეტოქისთვის საქმე ადრე უნდა მოგვეთავებინა. ჩაკვეტაძემ კარგად ითამაშა, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ
მომენტში პენალტი სხვანაირად უნდა დაერტყა.
ეს ჩვენი ყველაზე დიდი წარმატებაა, რომელსაც ჩემს წარმატებადაც ვთვლი - გულშემატკივრების სტადიონზე დაბრუნება. გამარჯვებას მთელ სლოვაკეთს ვუძღვნით. გაზაფხულზე ბრატისლავაში ისევ ვიხილავთ ევროპულ ფეხბურთს".
კარგია ასევე, რომ ზოგი ჩაკვეს უჭერს მხარს და მის გავლენას აღნიშნავს თამაშზე, თავისი ნაკლით და დადებითით. ასევე კარგია, რომ ვაისსაც არ ვუკარგავთ მის დამსახურებას ქართველი ფეხბურთელების წინაშე.
საბოლოო ჯამში, ყველაფერი ეს ქართულ საკლუბო ფეხბურთს უნდა წაადგეს, რომელიც ძალიან ჩამორჩება და გამოსწორების იმედიც არ ჩანს.
მგონია, რომ 95% სიდიდით დაუბრუნდი ძველ დონეს.
ასე გააგრძელე და კაცურად დაუდექი გვერდში კვარას. . . მერე რაც მოხდება ერთად ვნახავთ ყველა!
გფარავდეს უფალი.
ვიღაცამ შეიძლება თქვას, პირლომაც დაარტყა ასეო (გაიტანა კიდეც). კი ბატონო, მაგრამ პირლო უკვე შედგარი ვარსკვლავი იყო. არავისთან არაფერი ჰქონდა დასამტკიცებელი. იცოდა რასაც აკეთებსა და გაიტანა კიდეც. ტოტიც იტანსა ასე. მაგრამ ჯერ არ ხარ პირლოს და ტოტის დონეზე და ამდენს იღებ შენ თავზე, სწორედ იმას მიანიშნევს რომ ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ შესაძლებლობებსა და სტატუსზე. გახდი ჯერ პირლო, ტოტი და მერე თუ გინდა ხელითაც გაიტანე როგორც მარადონამ )))
ბევრს არ მოეწონება რაც დავწერე და გამაკრიტიკებენ, მაგრამ მე მაინც მგონია რომ ასეთი დეტალები, ფეხბურთელის ხასიათს აჩვენებს, რამდენზე აქვს პრეტენზია და როგორ უდგება საქმეს.
ასეთი დარტყმა ლამაზია, მაგრამ რისკიც დიდია რომ არ გავიდეს გოლი, ამიტომ თქვა ,,სხვანაირად უნდა დაერტყაო,, რომ შეემცირებინა რისკი და გაენაღდებინათ გამარჯვება.
ესაა და ეს სულ.