ვაისი: ასეთ გადამწყვეტ მომენტში ჩაკვეტაძეს პენალტი სხვანაირად უნდა დაერტყა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის ბოლო ტურში "სლოვანმა" ვილნიუსში "ჟალგირისი" 2:1 დაამარცხა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში გავიდა. ნამატჩევს კომენტარი ბრატისლავური გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა:

"ჯგუფში გამარჯვებით გახარებული ვართ. ამის, ჩვენ გარდა, არავის არ სჯეროდა. მესამე შეხვედრიდან კარგად ვითამაშეთ და გავლიდერდით, რაც შესანიშნავია. როგორც მწვრთნელი და ადამიანი, ამას ნორმალურად აღვიქვამ. რთული პერიოდი გადავიტანეთ და დღეს ბედნიერნი ვართ. ძალიან დავიღალე და ამავე დროს, გავიხარე.

თამაშს კარგად ვაკონტროლებდით, ბევრი მომენტი გვქონდა და მეტოქისთვის საქმე ადრე უნდა მოგვეთავებინა. ჩაკვეტაძემ კარგად ითამაშა, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ
მომენტში პენალტი სხვანაირად უნდა დაერტყა.

ეს ჩვენი ყველაზე დიდი წარმატებაა, რომელსაც ჩემს წარმატებადაც ვთვლი - გულშემატკივრების სტადიონზე დაბრუნება. გამარჯვებას მთელ სლოვაკეთს ვუძღვნით. გაზაფხულზე ბრატისლავაში ისევ ვიხილავთ ევროპულ ფეხბურთს".

მკითხველის კომენტარები / 28 /
ძაან კარგია გიო,ნუ დაუჯერებ პრაფესორებს-არ გაგიმართლა უბრალოდ.სხვა დროს გაგიმართლებს აუცილებლად!პანენკას დარტყმას სუპერსტარები(რამოსი,ბენზემა,ლეო….) ზუსტადაც ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში ასრულებენ-როცა მეტოქე ამას აშკარად არ ელოდება.მიდი გიო გული არ გაიტეხო,მთავარია ფიზიკა დაქაჩე,დანარჩენი იღბალი და ისევ დაიბრუნებ ძველ დიდებას!ღმერთი შენკენ!
BOSS
04 ნოემბერი 2022 22:36
0
ვაისს ვეთანხმები ... მაგრამ ერთს დავამატებ ჩაკვეტაძე ყველა ბრატისლაველ შემტევზე 10 თავით მაღლა დგას და მაგან უნდა ურტყას პენალტები ... თამაშიც ეკუთვნის და პენალტის დარტყმაც ... მიდი ჩაკვე შენ თუ მოიპოვებ ისევ შენ დაარტყი არ გატყდე ... შენთან ვართ
bejo
04 ნოემბერი 2022 21:01
0
ეს ის იშვიათი მომენტია,როცა ვაისს ვეთანხმები.
კახა ქ.
04 ნოემბერი 2022 18:45
0
უნდა იყო თამამი, უშიშარი, შეუდრეკელი, მიზანსწრაფული და არა თავხედი
გიორგის
04 ნოემბერი 2022 17:17
0
სხვანაირად დაარტყავ 11-იანების სერიაში ბათუმის მერე ვის ხვდებოდა აღარ მახსოვს და აუღო მეკარემ, ასე ძელს მაინც გაარტყა.დ არა უშავს მესამე გამოუვა.
ggg
04 ნოემბერი 2022 16:38
0
არ სცოდნია პენლის დარტყმა ისე გამოგდის ))) მაშინ ჯერ ივარჯიშოს და სხვებს დაუთმოს ))
)))
04 ნოემბერი 2022 18:37
0
პენალტის რომ ასრულებ, წესები უნდა იცოდე, გატანას ზეიმობდა.
სამართალი
04 ნოემბერი 2022 16:26
0
100% ვენთანხმები ვაისს!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
04 ნოემბერი 2022 15:57
0
ისეც ნუ გამოიყვანთ მეგობრებო, თითქოს ჩაკვე არ იმსახურებდა და ვაისი ნაცნობობის გამო ათამაშებდა. თავიდანვე ერთი თავით (მინიმუმ) მაღლა იდგა მის გუნდელებზე, ყველაფერზე ეტყობოდა ეს. ასე რომ ეს ის შემთხვევაა, როცა ორივე მხარემ მოიგო. თქვენ რო გცოდნოდათ, რომ მარგალიტივით ფეხბურთელის უფასოდ წაყვანა შეგიძლიათ, რომელიც 10 თამაშში უმაღლესი დონისა გახდება (შეიძლება მთლად კვარა ვერა, მარა არც ბევრად ნაკლები) არ წაიყვანდით? ვაისის დიდი ინტერესიც იყო ამ ამბავში
ლადო
04 ნოემბერი 2022 15:51
1
გიორგის კარგი თამაში ჰქონდა. მაგრამ ვაისს ვეთანხმები. უბრალოდ წარმოიდგინე რომ ჟალგირისს გამართლებოდა ბოლო წუთებზე და 1 ადგილით არ გასულიყო სლოვანი? ხო ატყდებოდა აქაც ერთი ამბავი. საერთოდ რაც მარტივად შეძლებ მიზნის ასრულებას უკეთესია. რა დროს 'პანენკა' იყო როცა გასვლა არ გასვლაზე იყო საქმე? ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა მნიშვნელოვან შეხვედრაში გიორგიმ 'პანენკა' დაარტყა და გამაზა. ფეხბურთს თავისი სირთულე ბუნებრივად ისედაც ბლომად აქვს ამიტომ როცა შეგიძლია უნდა გაამარტივო სიტუაცია, და არა გაართულო, მით უფრო საპასუხისმგებლო შეხვედრებში. ეს ცოტა არ იყოს თვალში მეცა გიორგის თამაშში. იმედია სწორ დასკვენებს გააკეტებს.
გიორგი
04 ნოემბერი 2022 15:03
1
არ ვეთანხმები წინა შემფასებელს. ფეხბურთი თუ გინდა ითამაშო უნდა იყო თავდაჯერებული და თავხედრური თამაშით უფრო მიაღწევს იმ შედეგს რაც ჩვენ გვინდა. კარგი იქნებოდა უფრო კარგი გუნდელები რომ ყავდეს. დიდი მადლობა ვაისს
გიორგი
04 ნოემბერი 2022 13:26
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული