ვაისი: ასეთ გადამწყვეტ მომენტში ჩაკვეტაძეს პენალტი სხვანაირად უნდა დაერტყა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის ბოლო ტურში "სლოვანმა" ვილნიუსში "ჟალგირისი" 2:1 დაამარცხა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში გავიდა. ნამატჩევს კომენტარი ბრატისლავური გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა:

"ჯგუფში გამარჯვებით გახარებული ვართ. ამის, ჩვენ გარდა, არავის არ სჯეროდა. მესამე შეხვედრიდან კარგად ვითამაშეთ და გავლიდერდით, რაც შესანიშნავია. როგორც მწვრთნელი და ადამიანი, ამას ნორმალურად აღვიქვამ. რთული პერიოდი გადავიტანეთ და დღეს ბედნიერნი ვართ. ძალიან დავიღალე და ამავე დროს, გავიხარე.

თამაშს კარგად ვაკონტროლებდით, ბევრი მომენტი გვქონდა და მეტოქისთვის საქმე ადრე უნდა მოგვეთავებინა. ჩაკვეტაძემ კარგად ითამაშა, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ
მომენტში პენალტი სხვანაირად უნდა დაერტყა.

ეს ჩვენი ყველაზე დიდი წარმატებაა, რომელსაც ჩემს წარმატებადაც ვთვლი - გულშემატკივრების სტადიონზე დაბრუნება. გამარჯვებას მთელ სლოვაკეთს ვუძღვნით. გაზაფხულზე ბრატისლავაში ისევ ვიხილავთ ევროპულ ფეხბურთს".

მკითხველის კომენტარები / 28 /
ვაიმა ძალიან კარგი საქმე გაუკეთა ქართულ ფეხბურთს რომ ჩაკვე ფორმაში დააბრუნა, ბელგიაში რომ დარჩენილიყო ისევ სათადარიგოში იქნებოდა უპერსპექტივოდ, ამიტომ მადლობა ვაისს
მიხო
04 ნოემბერი 2022 10:42
1
ხალხო ამ ვაისს რა შეუკიკინეთ, ეგ რო არა სად იქნებოდა ჩაკვე კაცმა არ იცის, დააყენა ფეხზე, ენდო ათასი რჩევა მისცა დაარიგა შვილივით, დაამოტივირა და ეხლაც თქვა რო სხვანაირად ჯობდა დარტყმა, გადამწყვეტ მომენტში ასე დარტყმა კი კაია თუ გაიტან, მარა მეტი რისკებია. ზიდნასაც რო ვერ გაეტანა ფინალში მაგრდა დაესხმებოდა... ასე რომ ასეთი შენიშვნები ნორმალურია, არავინ აკნინებს ჩაკვეს ფრენას მოედანზე... რელაქს სასტავ
რა მაფიაა?
04 ნოემბერი 2022 10:01
1
რა უბედურების უმადურობა გვჭირს , რა ხდება ? ვაისს ვამადლით სლოვანში რაიმეს ? ჩაკვეტაძე ძალიან კარგი იყო , რა თქმა უნდა . მაგრამ , ვაისმა არ მისცა შანსი ფეხზე დამდგარიყო ? ენდო ბიჭს , როცა ფორმაში არ იყო და მოტივირებული გახადა . მართალს ამბობს ეს კაცი , ,,პანენკას " დრო არ იყო ნამდვილად . ვერავინ ვერ ვიტანთ ვერცერთ სფეროში ოდნავ მითითერბას და შესწორებას , ამიტომ ვართ , როგორც ვართ . კაშია და კანკავაც ვაისის დამსახურებით არიან ევრო ტურნირზე , გავითვალისწინოთ ესეც . ორივე კარგად თამაშობს , კარგი ბიჭები არიან , მაგრამ შემცვლელებს , უფრო ახალგაზრდებს ვერ მოძებნიდნენ ? ეს კომენტატორები ხო საერთოდ რა - აცერცეტებული , უნახავი და თარსები არიან კიდევ . ცოტა დავსერიოზულდეთ და რეალისტები გავხდეთ . ფეხბურთი კაცების თამაშია და არა ტინგიცა ბავშვების .
zaza
04 ნოემბერი 2022 10:37
2
შენ გაგიმარჯოს ღმერთმა მეგობარო! ძლივს არ მოვისმინე ჩვენს კომენტატორებზე სწორი შეფასება.
Shoda
04 ნოემბერი 2022 11:54
0
ძალიან მაგრად ითამაშა ჩაკვეტაძემ საკუთარი ნიჭიერების ხარჯზე, მაგრამ არის ერთი დიდი პრობლემა. ეს არის პროფესიონალის მენტალიტეტი. შედარება ცუდია მაგრამ ნათელი მაგალითია. აბსოლუტურად ყველა ვინც იცნობს ხვიჩას, ამბობს რომ კვარაცხელია სუპერ პროფესიონალია და ფეხბურთზე ფიქრით ცხოვრობს. ასეთი რამ ჩაკვეტაძეზე მე სამწაუხაროდ არავისგან გამიგია. მისი ეს ცოტა ზედაპირული “ქინქლაძისეული” მიდგომა, რომ მე ნიჭიერი ვარ და ყველაფერი ისედაც გამომივა, გამოჩნდა თერთმეტმეტრიანის შესრულებაში. როდესაც ცოტა “მარიაჟულად” დაარტყა. სწორად თქვა ვაისმა, მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოეჩინა რომ გუნდის მოგება ბოლო წუთებზე უთუო გაეხადა. თითქოს მცირე დეტალია რასაც მალე დაივიწყებს ყველა და თავად ჩაკვეც, მაგრამ ასეთი მცირე დეტალები განასცვავებს სუპერპეოფესიონალს და ნაკლებად პროფესიონალს.

ვიღაცამ შეიძლება თქვას, პირლომაც დაარტყა ასეო (გაიტანა კიდეც). კი ბატონო, მაგრამ პირლო უკვე შედგარი ვარსკვლავი იყო. არავისთან არაფერი ჰქონდა დასამტკიცებელი. იცოდა რასაც აკეთებსა და გაიტანა კიდეც. ტოტიც იტანსა ასე. მაგრამ ჯერ არ ხარ პირლოს და ტოტის დონეზე და ამდენს იღებ შენ თავზე, სწორედ იმას მიანიშნევს რომ ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ შესაძლებლობებსა და სტატუსზე. გახდი ჯერ პირლო, ტოტი და მერე თუ გინდა ხელითაც გაიტანე როგორც მარადონამ )))

ბევრს არ მოეწონება რაც დავწერე და გამაკრიტიკებენ, მაგრამ მე მაინც მგონია რომ ასეთი დეტალები, ფეხბურთელის ხასიათს აჩვენებს, რამდენზე აქვს პრეტენზია და როგორ უდგება საქმეს.
მენტალიტეტი
04 ნოემბერი 2022 12:22
7
როდესაც ჩაკვე საქართველოს ნაკრებში გამოჩნდა,მაშინდელ ინტერვიუებში,მასთან ახლოს მყოფი სპეციალისტები ერთხმად აღნიშნავდნენ,რომ მას თავში ავარდნის საფრთხე არ ემუქრება და ნამდვილ პროფესიონალად ყალიბდება.ტრავმის შემდეგ,ძალიან დიდი ხანი გაუცდა და ახლაღა დაიწყო ფორმის აღდგენა.იმასაც აშკარად ვხედავდით და ვხედავთ,რომ ტრავმის შემდგომი ფსიქოლოგიური პრობლემები ძალიან უშლის ხელს.ჯერ გენტში სცადა და არ გამოუვიდა,ამ პრობლემის დაძლევა,მერე ჰამბურგში და მხოლოდ ვაისთან დაიწყო წინსვლა.ვაისმა,მას სათამაშო დრო და ნდობა მისცა და ჩაკვემაც სათამაშო დონის ზრდით უპასუხა.გუშინაც გუნდში საუკეთესო იყო და პენალტი რომ გაეტანა,დიდწილად გადალახავდა კარში დარტყმებისას,დაბალ თავდაჯერებულობას.წუხელაც იყო მომენტები როცა წესით უნდა დაერტყა და ის,პასის გაკეთებას ცდილობდა.თვითონაც კარგად ხვდება,რომ გოლის გატანა ძალიან სჭირდება და როცა პენალტი მოიპოვა,შტატიან დამრტყმელს არ დაუთმო.ფიქრობდა,რომ აუცილებლად გაიტანდა და ამ შიშსაც გადალახავდა.სამწუხაროდ ვერ გაიტანა და მეშინია,ეს დამატებით სტრესად არ ექცეს.საბედნიეროდ,გუნდმა გამარჯვება შეინარჩუნა და გიოს ეს შეცდომა,საბედისწერო არ გახდა გუნდისათვის.მას ახლა ჩვენი თანადგომა სჭირდება.გიო,დღეს 95 კი არა,დაახლოებით 70 %-ზეა გასული.ფიზიკაც მეტი სჭირდება და სრულიად მზადმყოფი ჩაკვე,ნაკრების ბომბარდირი იყო.ასე რომ რეზერვი,ჯერ კიდევ დიდი აქვს და იმედია გოლების გატანასაც დაიწყებს.მან ფორსირება სცადა და არ გამოუვიდა,მაგრამ მალე შესვენება დაიწყება,მერე კი,მოზრდილი შესვენებაა და გაზაფხულისათვის,გიო,უკვე სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს.ამაში ვლადიმერ ვაისიც დაეხმარება და დარწმუნებული ვარ,ყველაფერი გამოუვა.
სოსო
04 ნოემბერი 2022 17:17
0
მე პირადად ვიცი რომ გიორგი თავდაუზოგავად ვარჯიშობს და ნამდვილი პროფესიონალია.
semi
04 ნოემბერი 2022 15:59
1
ყველა გამოხმაურება
მართალია ვაისი!! ჩაკვეს კიდე ფიზიკაში მოსამატებელიაქ ძაან სუსტია კუნთოვანი მასა უნდა გაზარდოს
beqa
04 ნოემბერი 2022 11:47
0
ეს მოგება ეკუთვნის პირადად ჩაკვეტაძეს, მთელ მოედანს აკონტროლებდა,მართლაც რომ საუკეთესო იყო, რაც შეეხება თერთმეტმეტრიანს, დაარტყა ტექნიკურად და კარგად, უბრალოთ არ გაუმართლდა, რა მოხდა ვის არ მოსვლია ასე. უმადურობა იქნება გიორგი რომ ვინმემ გააკიტიკოს, აი ასეთი კაცი ჭირდება დღეს საქართველოს ნაკრებს.
ზურა
04 ნოემბერი 2022 09:16
19
ჯანსაღი კრიტიკა აუცილებელია შემდგომი ზრდისთვის, რომ გაეტანა უფრო მაგარი შეფასება ექნებოდა.
ასეთი დარტყმა ლამაზია, მაგრამ რისკიც დიდია რომ არ გავიდეს გოლი, ამიტომ თქვა ,,სხვანაირად უნდა დაერტყაო,, რომ შეემცირებინა რისკი და გაენაღდებინათ გამარჯვება.
ესაა და ეს სულ.
baggio
04 ნოემბერი 2022 10:30
2
ყოჩაღ ჩაკვე და დიდი მადლობა ჩვენი იმედების გააქტიურებისათვის!!!
მგონია, რომ 95% სიდიდით დაუბრუნდი ძველ დონეს.
ასე გააგრძელე და კაცურად დაუდექი გვერდში კვარას. . . მერე რაც მოხდება ერთად ვნახავთ ყველა!
გფარავდეს უფალი.
ვაჟა მასწავლებელი
04 ნოემბერი 2022 12:34
2
გიორგის კარგი თამაში ჰქონდა. მაგრამ ვაისს ვეთანხმები. უბრალოდ წარმოიდგინე რომ ჟალგირისს გამართლებოდა ბოლო წუთებზე და 1 ადგილით არ გასულიყო სლოვანი? ხო ატყდებოდა აქაც ერთი ამბავი. საერთოდ რაც მარტივად შეძლებ მიზნის ასრულებას უკეთესია. რა დროს 'პანენკა' იყო როცა გასვლა არ გასვლაზე იყო საქმე? ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა მნიშვნელოვან შეხვედრაში გიორგიმ 'პანენკა' დაარტყა და გამაზა. ფეხბურთს თავისი სირთულე ბუნებრივად ისედაც ბლომად აქვს ამიტომ როცა შეგიძლია უნდა გაამარტივო სიტუაცია, და არა გაართულო, მით უფრო საპასუხისმგებლო შეხვედრებში. ეს ცოტა არ იყოს თვალში მეცა გიორგის თამაშში. იმედია სწორ დასკვენებს გააკეტებს.
გიორგი
04 ნოემბერი 2022 15:03
1
ზედმდეტები მოსდით მწვრთნელებს. ამ შემთხვევაში ვაისს. ჩაკვეტაძემ სექმნა ყველა ქულა ამ მატჩში. ჯერ ის რა იყო, ვიღაც ზონზი რო ეცილებოდა ბურთს? ბევრი ფეხბურთელი ურტყამს ასე. რო გაეტანა, ხმას ამოიღებდა? ნამუსიც კაი საქონელი, ვაის! ქართველები რო არა, საერთოს სად იქნებოდით, ხო ხვდები? მიდი, ჩაკვე, მიაწექ! შენც უნდა ითამაშო საუკეთესო ლიგაში
რეზო
04 ნოემბერი 2022 09:21
68
ყველაზე უინტელექტო კომენტარია....
tbiliski
04 ნოემბერი 2022 12:06
3
ეგ ვაისის აზრია
გია
04 ნოემბერი 2022 10:34
1
ვაისს ვეთანხმები ... მაგრამ ერთს დავამატებ ჩაკვეტაძე ყველა ბრატისლაველ შემტევზე 10 თავით მაღლა დგას და მაგან უნდა ურტყას პენალტები ... თამაშიც ეკუთვნის და პენალტის დარტყმაც ... მიდი ჩაკვე შენ თუ მოიპოვებ ისევ შენ დაარტყი არ გატყდე ... შენთან ვართ
bejo
04 ნოემბერი 2022 21:01
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული