"დარწმუნებული ვარ, ხვიჩა უფრო მოუმატებს" - ლუჩანო სპალეტი

AutoSharing Option
შაბათს, 5 ნოემბერს, სერია A-ს მე-13 ტურში, "ნაპოლი" "ატალანტას" ესტუმრება. მატჩის წინ "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სხვადასხვა საკითხის, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა.

"ჩემპიონთა ლიგაზე მარტივი მეტოქეების წინააღმდეგ თამაში არ გვსურს. გაგვაჩნია ძალა, რათა დიდ გუნდებს წინააღმდეგობა გავუწიოთ.

რა მინუსები აქვს მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებას? ვერ ვხედავ ვერც დადებით და ვერც უარყოფით მხარეებს. უმჯობესია, ინდივიდუალური შეფასებები გაკეთდეს. ჩემი ფეხბურთელები მუნდიალს კარგ ფორმაში შეხვდებიან, ისინი ჯანმრთელები არიან და იციან, როგორ მართონ საკუთარი თავი, "ნაპოლის"
მოთამაშეთა უმეტესობა საკუთარი თავის მწვრთნელი თავადაა.

"ატალანტა" რთული მეტოქეა, ბევრს დარბიან, ხარისხი გააჩნიათ. მათ კარგი ფეხბურთელები და გამოცდილი მწვრთნელი ჰყავთ, იოლ თამაშს არ ველოდებით.

ძლიერი გუნდის შესაქმნელად უკანა ხაზი უმნიშვნელოვანესია. სწორედ თავდაცვა იძლევა ეფექტური თავდასხმის საშუალებას. ჩვენ კი ძლიერი მცველები გვყავს. კიმი ამას მუდმივად ამტკიცებს. კორეელი ბურთთან ერთადაც კარგად გამოიყურება, ძალიან გაიზარდა...

ოსიმენი და კვარაცხელია გულშემატკივარს სიამოვნებას ანიჭებენ. დარწმუნებული ვარ, უფრო მოუმატებენ. "ნაპოლი" განსაკუთრებული გუნდია. აქ შეგიძლიათ საზღვრებს გასცდეთ, როგორც ეს მარადონას შემთხვევაში მოხდა.

ვინ ჰგავს სათამაშო სტილით ლობოტკას? დემეს დავასახელებ, რადგან გერმანელი ბურთს კარგად აკონტროლებს. ნდომბელეს თამაშის რიტმი აკლდა, მაგრამ უკეთესი გახდა და დაცვით ფუნქციებსაც კარგად ასრულებს" - განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონატს 32 ქულით ლიდერობს, მათი უახლოესი მდევარი კი სწორედ "ატალანტაა", ბერგამოელები 27 ქულით მეორე ადგილზე იმყოფებიან. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

alt"ნაპოლი" მეორეადგილოსნის წინააღმდეგ - კვარაცხელიას გუნდი ლიდერობის განმტკიცებისთვის

alt"ერთ დღესაც "რეალის" ფორმით ვიხილავთ" - სიომინი ხვიჩას შესახებ საუბრობს

alt"რეალში" კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე პირველი კომენტარი გააკეთეს

მკითხველის კომენტარები / 11 /
მესი რომ უკან არ ჩამოდიოდა იმიტომაც წააგო ბარსამ დიდი ანგარიშებით ჩ.ლ-ზე ლივერპულთან,რომასთან და ბაიერნთან,ხოლო პსჟ ამიტომაც ვერ იგებს ცოტა ძლიერ გუნდებთან.
ჯიჯი
19:30 05-11-2022
0
მესის,თუნდაც ნეიმარის,მბაპეს, სისტემატური თამაში დაცვაში გინახავთ? მათ ზედმეტ ენერგიას არ ახარჯვინებენ..
გიგა
18:23 05-11-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული