მოიას თქმით, "ვალენსიას" ასეთი დონის მეკარის შენარჩუნება გაუჭირდება.
"ღამურებმა" მისი დამატებით ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანური ტრანსფერი განახორციელეს. თუ ქართველი ასე გააგრძელებს, მისი შენარჩუნება რთული იქნება. ვფიქრობ, გიორგი დღესდღეობით ლა ლიგის საუკეთესო მეკარეთა სიაშია, სათამაშო სტილით ტიბო კურტუას მაგონებს. ძალიან მაღალია, მაგრამ ამავდროულად მოქნილიც. ხშირად რისკავს, ორივე ფეხს კარგად იყენებს" - განაცხადა მოიამ.
უცხოური გამოცემის Hitc-ის ცნობით, "მამარდა" ლონდონის "ტოტენჰემის" ზაფხულის მთავარი
"ანტონიო კონტე ლა ლიგის ერთ-ერთ ვარსკვლავს უმიზნებს. "დეზების" ამჟამინდელი მეკარე უგო ლორისი მალე 36 წლის გახდება. მართალია, ფრანგი კიპერი "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღდეგ ბრწყინვალედ გაისარჯა, მაგრამ ხშირად არასტაბილურია და ბევრ შეცდომას უშვებს, ამიტომ "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობა მის შემცვლელად გიორგი მამარდაშვილს განიხილავს: ქართველი ძალიან დამაჯერებელია და სულ რაღაც 22 წლისაა, უგო ლორისზე თითქმის 14 წლით უმცროსი" - წერს გამოცემა.
მამარდაშვილის "ვალენსია" ლა ლიგაში ჩატარებული 12 მატჩის შემდეგ 15 ქულით მე-10 ადგილს იკავებს. "ღამურები" მორიგ მატჩს "სოსიედადის" წინააღდეგ 6 ნოემბერს გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 19:15 საათზე გაიმართება.
მამარდაშვილმა ფატის არ გაატანინა - "ვალენსია" მაინც დამარცხდა [VIDEO]