"ატალანტასთან" ნამატჩევს (2:1) კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიას უთამაშებლობაც განმარტა.
"მძიმე შეხვედრა გამოვიდა. ყველა წერდა, რომ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი სამი ქულა იქნებოდა, მაგრამ ნუთუ სხვა სამი ქულა ასე მნიშვნელოვანი არ იქნებოდა? უფრო გაბედულად უნდა ვიმოქმედოთ და გადაცემებისას ნაკლები შეცდომები დავუშვათ, ამასთან შეტევაში გადასვლას ვეცადოთ.
"ატალანტამ" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ზოგიერთი გუნდის საკუთარი სახე ძალიან კარგად მოჩანს. "ატალანტაც" მათ შორისაა, როგორც "მანჩესტერ სიტი" ან "ლივერპული".
კვარაცხელიას "ლივერპულთან" შეხვედრის შემდეგ ზურგი სტკიოდა. გუშინ ცხადი გახდა, რომ თამაშს ვერ შეძლებდა,
გასახდელი შესაბამისად რეაგირებს. რას იტყვიან ისინი? თუმცა, თქვენთვის სამყარო მის (კვარაცხელიას) გარშემო ტრიალებს. ჩვენ სხვებიც გვყავს, რომლებზეც დაყრდნობა შეიძლება. ელმასმა დღეს განსაკუთრებულად კარგად ითამაშა. ვერაფერს ვერ მივაღწევთ, თუ 20-22 თანაბარი კლასის ფეხბურთელი არ გვეყოლება", - ციტირებს სპალეტის DAZN-ი.
პ.ს. წარსულში, ზოგიერთი დიდი მწვრთნელი (სპალეტიზე დიდი!), მაგალითად ბესკოვი და ლაბანოვსკი, ამდაგვარად აკნინებდნენ მიხეილ მესხის და დავით ყიფიანის ვარსკვლავობას და მათ, საშუალო დონის შემსრულებლებს ამჯობინებდნენ!!! სპალეტი, როგორც ჩანს, საბჭოური "ურავნილოვკის" სენით არის "შეპყრობილი"!..
რასაც ჩემი თვალით არ ვუყურებ და არ მოვისმენ, ტელევიზიების ნათქვამებსაც არ ვენდობი და სულ ყველაფერს ვამოწმებ, რომ სიმართლე გავიგო და საკუთარი აზრი მქონდეს. ასე ვიღაცის ბრმად დაწერილ კომენტარს როგორ უნდა აყვეთ ცხვრებივით.
არაფერი გვეშველება მოკლედ.
მიდით აბა იტალიელ კაცს ჟურნალისტსაც ჩააგდებიეთ ენა კლავიატურის ლომებო. ეგეც ნაცების დაქირავებულია და გაგზავნილი :)))
ქალი თუ იქნებოდა და თანაც ქართველი მაშინ ყველაზე ადვილია დაბალ ღობეზე გადავლა და ლანძღვა. იტალიელი კაცისგან ესიამოვნებათ კიდეც კვარაზე შეკითხვები.
ეგეთი აგრესიული მასა გულშეატკივარი კვარას არაფერში ჭირდება. კომენტარებშიც ჩანს ვინ აფუჭებს საქმეს.
ერთი სალომე არის ქართველი ჟურნალისტი გოგონა, (ლელო.ჯი ზე მხვდება მისი სტატიები) რომელიც მაგარ სიუჟეტებს აკეთებს კვარაზე ნეაპოლიდან. ალბათ ის გეგონათ კითხვის დამსმელი და შესექით ეგრევე წიხლით. სირცხვილია
და ნაცები მაინც გაჩუმდით ხვიჩაზე, მარქარიანს გაფიცებთ.
ვინემ თუ უყურეთ ლაივ პრესკონფერენციას დადეთ რეალური ფაქტი.