"ატალანტასთან" ნამატჩევს (2:1) კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიას უთამაშებლობაც განმარტა.
"მძიმე შეხვედრა გამოვიდა. ყველა წერდა, რომ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი სამი ქულა იქნებოდა, მაგრამ ნუთუ სხვა სამი ქულა ასე მნიშვნელოვანი არ იქნებოდა? უფრო გაბედულად უნდა ვიმოქმედოთ და გადაცემებისას ნაკლები შეცდომები დავუშვათ, ამასთან შეტევაში გადასვლას ვეცადოთ.
"ატალანტამ" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ზოგიერთი გუნდის საკუთარი სახე ძალიან კარგად მოჩანს. "ატალანტაც" მათ შორისაა, როგორც "მანჩესტერ სიტი" ან "ლივერპული".
კვარაცხელიას "ლივერპულთან" შეხვედრის შემდეგ ზურგი სტკიოდა. გუშინ ცხადი გახდა, რომ თამაშს ვერ შეძლებდა,
გასახდელი შესაბამისად რეაგირებს. რას იტყვიან ისინი? თუმცა, თქვენთვის სამყარო მის (კვარაცხელიას) გარშემო ტრიალებს. ჩვენ სხვებიც გვყავს, რომლებზეც დაყრდნობა შეიძლება. ელმასმა დღეს განსაკუთრებულად კარგად ითამაშა. ვერაფერს ვერ მივაღწევთ, თუ 20-22 თანაბარი კლასის ფეხბურთელი არ გვეყოლება", - ციტირებს სპალეტის DAZN-ი.
ვინემ თუ უყურეთ ლაივ პრესკონფერენციას დადეთ რეალური ფაქტი.
თუმცა დავანებოთ იმაზე მსჯელობას თავი, ვინ მეტია, ნაპოლი თუ ხვიჩა. კოლექტივის და ცალკეული პიროვნების როლის რეალური შეფასება მუდმივი პრობლემაა სამყაროსათვის და ჩვენ აქ ამას ვერ გადავწყვიტავთ. ჩვენთვის და ქართული კლუბებისათვის უფრო მნიშვნელოვანი და ჭკუის სასწავლებელი ის შედეგია, რასაც სპალეტიმ და ნაპოლიმ მონდომებით და მიზანდასახული მუშაობით მიაღწია და რაც ჩვენც, ქართულ კლუბებს შეგვიძლია.
1) კარგი ფიზიკური მომზადება, და არა ისეთი, ქართულ კლუბებს, რომ აქვთ, თამაშის მსვლელობის დროს სულს ძლივს ითქვამენ და მეორე ტაიმში ფეხზე ძლივს დგანან. ამაში გვჯობნიან ყაზახური, აზერბაიჯანული კლუბები, პიუნიკის და ჟალგირისის ჩათვლით. ვარჯიშებზე უნდა გავზარდოთ ფიზიკური დატვირთვების დონე, თორემ ევროპაზე არაფერი გვესაქმება.
2) უბურთოდ მოძრაობა, თავისუფალი პოზიციების ძებნა და დროული მანევრი - ნაპოლისნაირი გუნდების წარმატების ფორმულა, მაგრამ ამ ელემენტარულ ტაქტიკურ აზროვნებას თანამედროვე ქართველი ფეხბურთელები და მწვრთნელები ჯიუტად არ ცნობენ.
3) დროული პასის დეფიციტი. ეს ჩვენი წყევლაა და ამას გვირჩევნია ბურთის დაკარგვამდე უაზროდ თრევა.
4) პრეისტორიული სტადიონები, თავისი ჩამონგრეული დიზაინით და ყანა მინდვრებით - თითოეულ დეპუტატ-ბიზნესმენს უფრო მეტი აქვს ბიუჯეტიდან მოპარული, ვიდრე ამ სტადიონების გარემონტება ჯდება.
წასაკითხად უსიამოვნო პოსტია, მაგრამ სამწუხაროდ, მცირე გამონაკლისის გარდა, ეს ჩვენი რეალობაა. სარგებელს ამის გამოსწორება უფრო მოგვიტანს, ვიდრე უადგილო სადღეგრძელოები და დითირამბები.