ამას "ნაპოლისგან" არ ელოდნენ - გუნდი კვარაცხელიასთან ერთად და მის გარეშე...

AutoSharing Option
"ნაპოლის" თამაში ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე სულ მეორედ ვნახეთ და პირველად მოხდა, რომ ყველაფერი ეს იძულებითი (ტრავმის გამო) იყო. ჩვენებურის გუნდს მეტოქე სოლიდური ჰყავდა, მინიმუმ, სატურნირო ცხრილში (იმ დროისთვის მეორე ადგილზე) მაინც, თუმცა ლუჩანო სპალეტის ფეხბურთელებმა "ატალანტასთან" კიდევ ერთი გასვლითი და მნიშვნელოვანი გამარჯვება (2:1) მოიპოვეს.

ჩემპიონატის ფავორიტს ნოემბერში და 13 ტურის შემდეგ არ ასახელებენ, თუმცა "მილანთან" 6-ქულიანი უპირატესობა იმას ნიშნავს, რომ ნეაპოლელები სანუკვარი სკუდეტოს ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტებად თამამად განიხილებიან. "რომასთან", "ინტერთან" თუ "იუვენტუსთან" სხვაობა საკმაოდ კომფორტულია. მაინც დაველოდოთ, 2023 წლიდან რა
მოხდება...

"ნაპოლის" შესვენებამდე ქულათა მარაგის გაზრდა თავისუფლად შეუძლია - უახლოესი ორი საშინაო მატჩი, "ემპოლისა" და "უდინეზესთან", ამის საფუძველს ნამდვილად იძლევა, ამ დროს კი კონკურენტებს უფრო რთული შეხვედრები აქვთ ჩასატარებელი. კარგად მოგეხსენებათ, რომ სეზონის წინ ამ ვითარებას ბევრი ვერ წარმოიდგენდა. აი, რას ნიშნავს, სწორი მუშაობა და საკმაოდ პატარა თანხებით ბრწყინვალე ტრანსფერები...

Sportall.Ge

როგორი იყო გუნდი კვარაცხელიას გარეშე? სპალეტი მარცხენა ფლანგზე მაინც ელიფ ელმასს დაეყრდნო. ბოლო დროს მას შანსი მინდვრის ცენტრში ეძლეოდა, სადაც საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა, თუმცა გარემარბის ფუნქციები 23 წლის მოთამაშეს მეტად აქვს, ვიდრე ჯაკომო რასპადორის. ობიექტურად უნდა ვთქვათ, რომ ჩრდილომაკედონიელი კარგი ფეხბურთელია, თუმცა არსებულ სერიოზულ კონკურენციაში მისთვის სასტარტოში ადგილის მოძებნა რთულია. "კვარასთან" ეს გამორიცხული ამბავია და შუა ხაზშიც მისი პიოტრ ზელინსკისა და თუნდაც, ტანგი ნდომბელეზე წინ დაყენება გაჭირდება. მთავარია, გუნდში ეს სულისკვეთება დარჩეს და ცვლილებაზე შემოსულები თამაშს ასე აძლიერებდნენ. სპალეტის სიტყვები მიგვანიშნებს, რომ ის კომუნიკაციის კარგი უნარებით გამოირჩევა და "გზიდან გადახვევის" უფლებას არავის მისცემს. ამ ყველაფერთან ერთად, ხვიჩა თავმდაბალი და მეგობრული ბიჭია, რაც მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება განვლილ შეხვედრას, საკმაოდ დიდი გავლენა ვიქტორ ოსიმენის ინდივიდუალურმა ოსტატობამ იქონია. ნიგერიელმა ჯერ შეცდომა დაუშვა, რაც საკუთარ კარში მიღებულ გოლად დაუჯდა, შემდეგ კი ამან კიდევ უფრო მოტივირებული გახადა, რაც ისედაც არ აკლია და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

გუნდმა მოიგო, თითქოს ბევრი პრობლემა არ შეჰქმნია, თუმცა ქართველი გარემარბის არყოფნა მაინც საგრძნობი იყო. ამაში მხოლოდ მისი დრიბლინგები არ იგულისხმება. კვარაცხელია ყოველთვის, მინიმუმ, მეტოქის ორი ფეხბურთელის ყურადღებას იქცევს, რაც სივრცეს სხვა მოთამაშეებს უხსნის. ამავდროულად, მოწინააღმდეგე იძულებულია, საჭიროების შემთხვევაშიც, მასიურ შეტევებზე უარი თქვას, რათა კონტრშეტევის რისკი უფრო დიდია, როცა მოედანზე "კვარადონა" მოქმედებს. მატჩისას არაერთი ეპიზოდი იყო, განსაკუთრებით, მის მიწურულს, როცა ანგარიშის გასათანაბრებლად მომართული ბერგამოელების დასჯა, მესამე გოლის გატანა და საბოლოო წერტილის დასმა შესაძლებელი იყო, თუმცა ჯოვანი სიმეონესა და მატეო პოლიტანოს შემოსვლის შემდეგ შექმნილი სივრცეების სათანადოდ გამოყენება ვერ მოხერხდა. ელმასი ცენტრში ხშირად შედის, თუმცა ამ დროს დამაგვირგვინებელ ფაზაში ის ისეთი სახიფათო ვერაა, როგორც ხვიჩა.

სტანისლავ ლობოტკა ისევ განსაკუთრებულ შექებას იმსახურებს, სამხრეთკორეელი კიმი კი, გარკვეული შეცდომების მიუხედავად, შეუდარებელი იყო. ვინმეზე აუგის თქმა რთულია - სპალეტის გუნდი მშვენიერ ფორმაშია...

Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, იანვარში, მნიშვნელოვანი შეხვედრები იქნება, ჩემპიონთა ლიგა კი თებერვალში განახლდება. ნეაპოლელებს ახლა მხოლოდ მომავალი მეტოქის გაგება და მასზე გარკვეულწილად ფიქრი თუ მომზადება შეუძლიათ. იტალიის ჩემპიონობის საკმაოდ დიდ შანსზე ვისაუბრეთ, ამას კი უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე მაქსიმალურად შორს გასვლა თუ მოჰყვება, "ნაპოლის" ფეხბურთელებს "ოქროს ბურთის" საუკეთესო ადგილებზეც კი ექნებათ პრეტენზია. რა გასაკვირი იქნება, ეს ხვიჩა კვარაცხელია იყოს. ვისთვის ეს იქნებ მხოლოდ კვეხნაა, ვისთვის - ნაადრევი დასკვნები, თუმცა ჩვენ ამ რეალობაში ვართ, ამას ვერავინ გაექცევა!

ქართველ ფეხბურთელს დროულ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და შორს არც საქართველოს ნაკრების მაროკოსთან დაპირისპირებაა (17 ნოემბერს).

altსხვაობაა უკვე რვა, "ნაპოლი" "ატალანტას" გაექცა - ნეაპოლელებმა კვარაცხელიას გარეშე გაიმარჯვეს [VIDEO]

altსპალეტი: თქვენთვის სამყარო კვარაცხელიას გარშემო ტრიალებს - რას იტყვიან სხვა ფეხბურთელები?

altხვიჩას კონკურენტმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 21 /
ღმერთს შევთხოვოთ, რომ ხვიჩა დაიცვას ყოველივე ცუდისგან! ყოველივე ბოროტებისგან!
თემური
12:08 07-11-2022
0
ერთი იტალიელი ექსპერტის ალესანდრო ბარბანის მოსაზრება წავიკითხე და საკმაოდ ობიექტური იყო...ნუ მოვიტყუებთ თავს რომ ნაპოლის ატალნტასთან წინააღმდეგ არ გაუჭირდა თამაში..ქართველი ვარსკლვავის გარეშე ნაპოლი მეორე კლასის გუნდია..მართალია ელმასმა კარგად ითამაშა..მაგრამ ნაპოლის შეტევა ხვიჩას არაორდინალური მოქმედებების გარეშე დაცვის ხაზებში შეღწევას რეალურად მცირდება..ხვიჩა უკვე ჩამოყალიბდა ფაქტორად..მისი მოძრაობა ..ხედვა,,მოულოდნელი გადაადგილება ზონიდან ზონაში,,სისწრაფე..იძUლებულს ხდის ყველა აქტიურად ჩართოს შეტევაში..მოულოდნელი გადაწვეტილებები ფინტები ხომ საერთოდ აბნევს წინასწარ მასზე მომზადებულ დაცვის ორივე ხაზს..მასზე სპეციალურად ემზადებიან გნდები...ალბათ ატალანტასათვის მოულოდნელი აგმოჩნდა მისი არყოფნა ..მოსამაზდებლად მთელი კვირა ჰქონდათ..და უეცრად სხვა ტაქტიკასთან მოუწიათ დაპირსპირება..ერტგვარი დაბნეულებობაც ეტყობოდათ..თამაშის ბოლო ძალიან წააგავდა მილანთან მატჩს...100 პროცენტიანი შანსი კარის ზედა ძელზე ..ნაპოლი გარკვეულ პერიდოებში ძალიან დაბნეული გუნდის შტაბეჭდილებას ტოვებდა...მაგრამ ლობოტკას და ანგისას თავდადებული თამაშით ეს თამაში მოგებული იქნა...კარგი იყო ოსტენგარდიც..ყველა თამაში იზრდება და ეს ძალინ კარგია ნაპოლისათვის...4 საუკეთსო ცენტრალური მცველით გრანდები ვერ დაიკვეხნიან..დარჩენილი ორი თამაში მოდუნების საშუალებას არ მისცემს ნაპოლის..ემპოლისთან არც ისეთი დამაჯერებელი სტატისტიკა აქვს..გუნდი სულ გავარდნის პირასაა და კრიტიკულ თამაშებში მუდამ იჩენს თავს.შარშან ორივე თამაში მოუგო ნაპოლის....რამდენად შეძლებს სპალეტი გუნდის მომზადებას..ძნელია თქმა...ზედიზედ ორი ასეთი მძIმე თამაშის მერე ფეხბურთელების კონდიციები რა დონეზე იქნება..მინდა რომ კვარა ამ თამაშIშთვის მწყობრში იყვეს..რომ ყველას კიდევ ერთხელ დაუმტკიცოს რა შეუძლია..და დაავიწყოს ყველას ატალანტასთან მის გარეშე მოგებული თამაში რომელმაც ბევრი მითქმა მოთქმა გამოიწვია..ლამის გუნდელები დააპირისპირეს ერთმენთტან..განსაკუთრებით კვარას წინააგმდეგ..სამშაბათს იმედია ყველაფერი ისე წარიმართება როგორც ყველა ჩვენთანგანას გააუხარდება ..წარმატებები ხვიჩას და ნაპოლის
ბუჯანგა
16:11 06-11-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული