"ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ წელის ტკივილის გამო "ატალანტასთან" მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო. იტალიური მედის ცნობით, მას პრობლემა "ლივერპულთან" შეხვედრაში შეექმნა, როდესაც ბურთზე ბრძოლის შემდეგ სარეკლამო დაფას შეეჯახა. CalcioNapoli24 იტყობინება, რომ ავტომობილის მოპარვის გამო ქართველი ვიდრე პოზოპილოში დაბინავდება, დროებით სასტუმრო Britannique-ში გადაბარგდა, სადაც გუნდის მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ცხოვრობს.
"ნაპოლის" საიტი იტყობინება, ხვიჩას დღეს არ უვარჯიშია. მას აღდგენაში ფიზიოთერაპევტი ხოსე კარლოს მოლინოს დომენე ეხმარება. კლუბის სამედიცინო პერსონალი "კვარას" მალე დაბრუნებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი და არაა გამორიცხული სამშაბათს "ემპოლისთან" ითამაშოს.
იტალიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა რიკარდო
მონტოლივომ Tutto Napoli-ს განუცხადა, რომ სპალეტის არ უნდა გუნდის მხოლოდ კვარაცხელიასთან გაიგივება. მისი თქმით, ფეხბურთელები ეგუებიან იმ აზრს, რომ მთელი კვირის უვარჯიშებელ მათ თანაგუნდელს მაინც შეუძლია ითამაშოს.
"ბრეშიას" შემტევმა ვალონ ბეჰრამიმ სპალეტის კვარაცხელიაზე ნათქვამზე Dazn-ის ეთერში გააკეთა კომენტარი: "ამ ბიჭზე მხოლოდ იმიტომ კი არ ვსაუბრობთ, რომ ტრენდია, არამედ ვინაიდან სერია A-ში, ევროპაში და ჩემპიონთა ლიგაში მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მყავდა მეგობრები, რომლებიც კვირის განმავლობაში ცოტას ვარჯიშობდნენ, მაგრამ მინდოდა მოედანზე ყოფილიყვნენ. მოგვიანებით, შესაძლოა, სპალეტიმ სხვა არჩევანი გააკეთოს, როდესაც მიხვდება, რომ მთელი სათამაშო სისტემა მუშაობს და ნებისმიერ გადაწყვეტილების მიღება შეეძლება".
ერთ-ორი წელი ითამაშოს ნეაპოლში და მერე გადავიდეს სამეფო კლუბში წარმატებული კარიერის გასაგრძელებლად.... სამეფო კლუბის - რეალის ვარსკვლავები მომავალი წარმატებული კარიერის გარანტიაა... დარწმუნებული ვარ რომ წელს ნაპოლი სკუდეტოს აიღებს და ჩემპიონთა თასის აღების შანსიც აქვს ... 50/50....
https://www.youtube.com/watch?v=LMnC1SICfBA