Areanapoli-ს ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია "ემპოლისთან" მატჩს გამოტოვებს.
ქართველმა ფეხბურთელმა, როგორც ჩანს, ზურგის ტრავმის პრობლემა ჯერ კიდევ ვერ მოაგვარა. შეგახსენებთ, ხვიჩამ დაზიანება "ენფილდზე" არნოლდთან კონტაქტის შემდეგ სარეკლამო ბარიერთან შეჯახების გამო მიიღო.
იტალიურ მედიაზე დაყრდნობით, თერაპია კარგად მიდის, თუმცა გარისკვად არ ღირს.
მოგეხსენებათ, "ნაპოლი" 13 ტურის შემდეგ 35 ქულით სერია A-ს ერთპიროვნული ლიდერია, მეორეადგილოსან "მილანს" კი 6 ქულით უსწრებს.
"პარტენოპეი" "ემპოლის" ხვალ, 8 ნოემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაუპირისპირდება.