"სპალეტი ვარსკვლავებს ვერ იტანს და კვარაცხელიაზე მისი გამონათქვამები უადგილოა" - ნეაპოლელი პროფესორი

AutoSharing Option
ნეაპოლის უნივერსიტეტის, ფედერიკო II-ის ყოფილმა რექტორმა, პროფესორმა გუიდო ტრომბეტიმ, ისევ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ "ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საჯაროდ და უადგილოდ ლაპარაკობს. ამ ინფორმაციას AreaNapoli და CalcioNapoli24 Il Mattino-ზე დაყრდნობით ავრცელებენ.

"გასულ კვირაში სპალეტი, როგორც დიდი მწვრთნელი, ოსიმენის, ლობოტკას და რაჰმანის მნიშვნელოვანი პროგრესის გამო შევაქე. ბერგამოში კარგი ტაქტიკური გაკვეთილი ჩაგვიტარა, როდესაც რასპადორის ელმასი ამჯობინა. სრულყოფილებისკენ მხოლოდ ერთი წინსვლა აკლია.  პრესკონფერენციებზე გამონათქვამებში უნდა შეიზღუდოს. კვარაცხელიას თაობაზე
მის მიერ წარმოთქმული ფრაზა ლამაზი არ იყო: თანაგუნდელები გაღიზიანებულებული დარჩებიან იმით, რომ მასზე ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ. იბადება ეჭვი, რომ ტოსკანელი სპეციალისტი ვერ ეგუება ვარსკვლავებს.

ის, რომ კვარაცხელიას გარეშე გაიმარჯვა, იოტისოდენადაც არ აკნინებს ქართველის მნიშვნელობას. თან, ის რბილი ხასიათის ბიჭია. ვიმეორებ, სპალეტის ნათქვამი მე უადგილოდ მეჩვენება.

მაინც უარვყოფ იმ აზრს, რომ სპალეტი ვერ იტანს ჩემპიონებს, რამეთუ საკუთარ თავზე უფრო წინ გუნდს აყენებს. არ მინდა ცუდი ვიფიქრო და შევცოდო, მაგრამ სეზონის დაწყებიდან ქართველის გაკრიტიკების შანსს ხელიდან არ უშვებს. შესაძლოა, ეს მისი აღმზრდელობითი მეთოდია. თუმცა, ეს საქმეს ხელს უშლის. სირცხვილია, როდესაც შესანიშნავ გუნდში საჩემპიონო რბოლისას პრობლემების შექმნას რისკავს".

მკითხველის კომენტარები / 36 /
სპალეტი ხვიჩას ყველაზე დიდი ქომაგია. ხვიჩა კი არადა და მასზე ბევრად უფროსი და ცხოვრებაში გამოცდილი ადამიანი დაუღუპავს ზედმეტ ქებას. ხვიჩა იზრდბა და ახლა მხოლოდ ამაზე უნდა ფიქრობდეს. ასე მგონია, რომ ხვიჩა სწორედ ამას აკეთებს. ცოტა ხნით თავი დაანებეთ, რაა.
გიორგი
04:30 13-11-2022
0
ბატონებო, როცა სპალეტის ყველა ხვიჩაზე ეკითხება, ამით ეუბნებიან, რომ შენ მწვრთნელად არ ვარგიხარ, შენი გუნდი ხვიჩას გარეშე არაფერია, ანუ ერთი ფეხბურთელის გუნდი გყავსო, ეს კი მწვრთნელის უდიდესი შეურაცხყოფა რომაა ამას რატომ არ უწევთ ანგარიშს? სწორედ ამისთვის ღიზიანდება სპალეტი და არა ის შურს, რომ ხვიჩა ვარსკვლავი რომაა.
ჟორა
17:25 10-11-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული