იური მაკსიმოვმა ნახევარმცველ გიორგი წიტაიშვილზე შოუ "ტა ტო ტაკეში" ისაუბრა, რომლის მწვრთნელი "ვორსკლაში" იყო.
- თქვენთან გუნდში წიტაიშვილი თამაშობდა, რომელსაც "მძიმეს" უძახოდნენ, მაგრამ მასთან საერთო ენა გამონახეთ...
- ოოო, მე მასთან საერთოდ... ის ოქროს ადამიანია. მერწმუნეთ.
- რომან გრიგორჩუკიც იმავეს ამბობს, სხვათა შორის...
- ვუთხარი: "გიო, სიტუაცია ასეთია, ახლა მატჩისათვის შემადგენლობას ვარჩევ. შენ ვერ მოხვდები, არ გეწყინოს. დაახლოებით 20 წუთით შეგიშვებ შეცვლაზე. შენ საერთოდ პელე ხარ, თუმცა მინუსი გაქვს, ბურთის ართმევაში არ მონაწილეობ. მიპასუხა: "მწვრთნელო, როგორც იტყვით, გადაწყვეტილებას თქვენ იღებთ". სამწუხაროდ, 2
მატჩში მიიღო მონაწილეობა, მძიმე ტრავმა მიიღო და ნახევარი წელი გაუცდა.
- თქვენ ის მარჯვენა გარემარბიდან მარცხენა მცველად გადააკვალიფიცირეთ, შემდეგ იგივე გრიგორჩუკმა გააკეთა. რაში მდგომარეობდა იდეა? წიტაიშვილი ხომ, როგორც ამბობთ, დაცვას არ ეხმარებოდა...
- თუ ფლანგზე დააყენებ, მის უკან "ფეხბურთელი-ძაღლი" უნდა გყავდეს, რომელმაც მის ნაცვლად სამუშაო უნდა შეასრულოს.
- ამ შემთხვევაში - მარცხენა ცენტრალური მცველი...
- თუ ფლანგზე დააყენებ, მის უკან "ფეხბურთელი-ძაღლი" უნდა გყავდეს, რომელმაც მის ნაცვლად სამუშაო უნდა შეასრულოს.
- ამ შემთხვევაში - მარცხენა ცენტრალური მცველი...
- ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორია სქემა. როგორც წესი, გუნდს სამი ცენტრბეკით ვათამაშებ. იქ კიდევ ორი საყრდენი და განაპირა მცველებია, რომლებიც "ძაღლები" არიან. ერთ მხარეს პერდუტა მყავდა, მეორე მხარეს იაკუბუ, რომელიც მთელი ცხოვრება მძლეოსნობით იყო დაკავებული, მერე კი ფეხბურთის თამაში გადაწყვიტა. მე ასეთი ფეხბურთელები მომწონს.