"Kvara Tv" - იტალიურ ტელევიზიას ხვიჩას სახელი უწოდეს

AutoSharing Option
ჟურნალისტმა დენის რომანცევმა "ნაპოლის" გულშემატკივრები და იტალიელი ჟურნალისტები ჩაწერა, რომლებმაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრეს.

Teleclubitalia-ს წამყვანმა ფრანჩესკო მოლარომ ჩვენებურის შესახებ თქვა:

"Teleclubitalia-ს არხზე Napoli Allnews-ის გადაცემას ვუძღვები. კამპანიის რეგიონში ჩვენი ტელევიზია 77-ე არხზე შეგიძლიათ ნახოთ.

როცა ხვიჩამ ეს ნომერი აირჩია, ძალიან გაგვიხარდა. ახლა საკუთარ ტელევიზიას Kvara Tv-ს ("კვარას არხს") ვუწოდებთ.

მისი დრიბლინგი, ორივე ფეხით თამაშის სიმარტივე, დარტყმა, პასი... ყველაფერი მართლაც შესანიშნავ დონეზე აქვს... გარდა ამისა, მას ძალიან კარგი ადამიანური მანერები აქვს. "ნაპოლის" ბაზაზე მას ყველა დიდი სიყვარულით ესალმება და ქართველთან ურთიერთობა
ყველას სიამოვნებს", - ამბობს მოლარო.
მკითხველის კომენტარები / 10 /
როგორ ჰგავს ეს შეჩვენებული შალვა რამიშვილს. თავიდან შემეშინდა, პოსTV-ს ხომ დაარქვა კვარაTV მეთქი.
ალექსანდრე
13:13 11-11-2022
10
ამდენი მხრიდან პასუხისმგებლობები ძალიან ძნელი არ არის??????????/ ქვეყნის და ოჯახის სახე კი არის, მაგრამ უძნელესია ამდენი მხრიდან "შემოტევები". მაგარი კი ხარ ჯიგარო და სწორად აღზრდილი, გაიხარე-გაგვახარე კვარააააააააააააააა
???????????????
12:54 11-11-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული