ლოჩოშვილის "კრემონეზე" "ემპოლისთან" დამარცხდა

AutoSharing Option
სერია A-ს მე-15 ტურში „კრემონეზე“ გასვლაზე „ემპოლისთან“ 0:2 დამარცხდა.

სტუმართა გუნდის მცველი ლუკა ლოჩოშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ 78-ე წუთზე შეტევის გაძლიერების მიზნით თავდამსხმელ დანიელ ჩოფანით შეცვალა, როდესაც ანგარიში 1:0 იყო, მაგრამ იერიშებზე გადასულმა კრემონელებმა მატჩის დასასრულს მეორე გოლი გაუშვეს.

„კრემონეზე“ 7 ქულით მე-18 ადგილზეა და 4 იანვარს „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.

ემპოლი. „კარლო კასტელანი“
ემპოლი - კრემონეზე 2:0
გოლები: 1:0 კამბიაგი (46), 2:0 პარიზი (88)

მკითხველის კომენტარები / 3 /
კრემონეზეს ყველა თამაში ვნახე , ჩვენი ბიჭი ცუდად ნამდვილად არ გამოიყურება, შეტევა შეიძლება კარგად არ გამოსდის, აი დაცვით ფუნქციებში კარგია. ჩემი აზრით უკეთეს გუნდშიც შეუძლია თამაში...
merabi-1960
17:24 12-11-2022
0
ზურიკო რომ წაეყვანათ,მათთვისაც უკეთესი იქნებოდა და ზურიკოსთვისაც.
სოსო
13:16 12-11-2022
0

სიახლეები პოპულარული