200 მილიონი კვარაცხელიას და ოსიმენის შესაძენად - რამდენად რეალურია "ლივერპულის" გეგმები?

AutoSharing Option
"ლივერპული" პრემიერლიგაში მეექვსე ადგილზეა, ლიდერ "არსენალს" 15 ქულით ჩამორჩა და უკვე დაიწყო საუბრები იმაზე, რომ გუნდის შემადგენლობა სერიოზულად გადასახალისებელია.

ინგლისში აღფრთოვანებული არიან "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით და დღე არ გავა ის რომელიმე იქაურ კლუბს რომ არ დაუკავშირონ - საუბრები "ლივერპულზე", "ჩელსისა" და "მანჩესტერზეა".

euro-football-ი "გაძეტა დელო სპორტზე" დაყრდნობით იტყობინება, რომ მერსისაიდულმა კლუბმა იტალიურ სატრანსფერო ბაზარს მიაპყრო ყურადღება, "ნაპოლის" ორი ფეხბურთელით, ხვიჩა კვარაცხელიათი და ვიქტორ ოსიმენით დაინტერესდა და არა მარტო დაინტერესდა, არამედ მზადაა მათ შესძენად ზაფხულში 200 მილიონი ევრო გამოყოს.

Fenway Sports Group-ი "ლივერპულის" გაყიდვას აპირებს და ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, ვინ შეიძენს კლუბს და ახალ მფლობელს რა გეგმები ექნება.

კვარაცხელიამ ამ სეზონში სერია A-ში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო ოსიმენის ანგარიშზე 9 გოლი და 2 საგოლე პასია.

მკითხველის კომენტარები / 18 /
წავა ზაფხულში.
ტიპები ქეც8ან მილიონს ძლივს იმეტ3ბ3ნ.
რატო უნდა დაჯერდეს როცა შეუძლია 7 მილიონი აიღოს და თან დაცვაში არბენინებენ
ეხლა სალაჰს მესის და რონალდოს რო დაავალოს მწვრთნელმა დაცვას მიხედეო :)
Las
13 ნოემბერი 2022 21:28
1
უნდა დატოვოს ზაფხულში ხვიჩამ ნაპოლი.
იტალიური ფეხბურთი მაინც ჩაკეტილი დაცვაზე ორიენტირებულია.
ვერ იყენებს ნაპილი ხვიჩას როგორც საჭიროა.
აი ინგლისი სხვა თემაა სწრაფი დინამიური შემტევი ფეხბურთი.
სალაჰიც კი რომაში არაფრით გამორჩეული იყო სანამ არ გადავიდა ლივერში მანამდე ვერ გაიხსნა
Las
13 ნოემბერი 2022 21:26
9
ერთხელ ჩავიდა ინგლისში წელში გაწყვიტეს
Soso
13 ნოემბერი 2022 23:58
0
სახელი ხვიჩა-ს შინაარსი მეგრულად გახარებულ-განათებულ-გაბრწყინებულია!
ეს ბიჭი იგივეს გვიკეთებს ქართველებს და უკეთებს იტალიელებს! ასე, რომ ჩემი მოკრძალებული აზრია: ჯერ ბოლომდე დაიხარჯოს იმ ხალხის წინაშე ვინც მას ენდო და იტალიის ჩემპიონობასთან ერთად ევროპული თასიც მოიპოვოს და მერე აწრიალდნენ ინგლისელები მზამზარეული ფეხბურთელის შესაძენად, რომელიც რუსული გუნდის ჩვეულებრივი ფეხბურთელი ეგონათ და ფული ვერ გაიმეტეს.
ამ ეტაპზე კი ინგლისელებმა ბოდიში უნდა მოუხადონ ხვიჩა-კვარას, სათამაშო მოედანთან ასე ახლოს ჯებირის დამონტაჟებისათვის - რომელმაც ერთი თვე სამკურნალო ტრამვა მიაყენა და ერთი თვე მოაცდინა თამაშებს.
ვაჟა მასწავლებელი
13 ნოემბერი 2022 21:21
0
ზამთარში თუ რომელიმე გაყიდეს დიდი შეცდომა იქნება
gio
13 ნოემბერი 2022 20:50
0
არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე(სატურნირო ცხრილი) ეგ ფაქტიურად გამორიცხულია
baggio
13 ნოემბერი 2022 21:33
0
წადი ხვიჩა, წიე წადი, ექიმები მანც ეყოლებათ უკეთესი, ამათ 10 დღეა წელი ვერ მოგირჩინეს.DDD თან სკოდლენდიარდს უკვე დაჭერილი ეყოლებოდა შენი მანქანის მომპარავები, ამ კარაბინერებს კიდე კორადო კატანის მერე, ნორმალური კომისარი არ ღირსებიათ.DDDDD
რრრ
13 ნოემბერი 2022 20:38
26

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული