200 მილიონი კვარაცხელიას და ოსიმენის შესაძენად - რამდენად რეალურია "ლივერპულის" გეგმები?

AutoSharing Option
"ლივერპული" პრემიერლიგაში მეექვსე ადგილზეა, ლიდერ "არსენალს" 15 ქულით ჩამორჩა და უკვე დაიწყო საუბრები იმაზე, რომ გუნდის შემადგენლობა სერიოზულად გადასახალისებელია.

ინგლისში აღფრთოვანებული არიან "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით და დღე არ გავა ის რომელიმე იქაურ კლუბს რომ არ დაუკავშირონ - საუბრები "ლივერპულზე", "ჩელსისა" და "მანჩესტერზეა".

euro-football-ი "გაძეტა დელო სპორტზე" დაყრდნობით იტყობინება, რომ მერსისაიდულმა კლუბმა იტალიურ სატრანსფერო ბაზარს მიაპყრო ყურადღება, "ნაპოლის" ორი ფეხბურთელით, ხვიჩა კვარაცხელიათი და ვიქტორ ოსიმენით დაინტერესდა და არა მარტო დაინტერესდა, არამედ მზადაა მათ შესძენად ზაფხულში 200 მილიონი ევრო გამოყოს.

Fenway Sports Group-ი "ლივერპულის" გაყიდვას აპირებს და ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, ვინ შეიძენს კლუბს და ახალ მფლობელს რა გეგმები ექნება.

კვარაცხელიამ ამ სეზონში სერია A-ში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო ოსიმენის ანგარიშზე 9 გოლი და 2 საგოლე პასია.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ცოცხალ ადამიანებზე, მაგარი ვაჭრობა მიდის. მოკლედ მთელი მსოფლიო სტამბულის ბაზარი გახდა. ასე იცის, თანამედროვე ბიზნესმა.
გადამრევენ რა?
03:31 18-11-2022
0
რეალში თვითონ კვარას უნდა თორემ ითამაშოს ბარსელონაში, პარიზში,.... კვარას ნემსების წამლებით გაუვსეს სხეული კრეტინმა მედიცინის კაბინეტების პლანქტონებმა... ხერხემლის კუნთების სპაზმა ვერაგია.... ის ორ კვირაში თავისით გადის, მხოლოდ სხეულის მოძრაობას ზღუდავს.... ნემსები მხოლოდ მოძრაობის უფლებას აძლევს სხეულს... როგორც კი დიდი დატვირთვის დროს კუნთებში სისხლთან ერთად ჭარბი რაოდენობით ჟანგბადი შედის ტკივილები ისევ ეწყება... მოკლედ ე.წ. ექიმებმა ორკვირიანი კრეტინიზმის სპექტაკლი დადგეს მასმედიის საშუალებით....
კვარამ საკუთარ თავზე უკვე იწვნია ინგლისური ძალისმიერი ფეხბურთის საშინელება, რომელმაც ტექნიკური ფეხბურთი უკვე კარგა ხანია ჩაკლა იქ... ტრენტი რომ დაამცირა იქ ლივერპულში და "დომიკში" გაუტარა, მეორე წუთზე ძალიან გაამწარა.... სულ მცირე ხანში 15-ე წუთზე მაგ ტრენტმა სპეციალურად, მსაჯისაგან დაფარულად სარეკლამო ბილბორდებისაკენ ძლიერად ხელი უბიძგა და სასტიკად მიაჯახა სარეკლამო დაფას... შედეგად ხვიჩამ ხერხემლის მალების შემაერთებელი პატარა კუნთების ფარული ტრავმა მიიღო. ეს ტრავმა შემდეგ ვარჯიშის დღეს ხვიჩას სპაზმაში გადაეზარდა, როგორც კი კუნთებში სისხლთან ერთად ჭარბი ჟანგბადი შევიდა.... შედეგად ხვიჩამ ხერხემლის კუნთების სპაზმის გამო უკვე სარია A-ს სამი თამაში გამოტოვა და ნაკრების თამაშიც გააცდინა.... მე უკვე ვწერდი რომ ხვიჩასნაირ ტექნიკურ ფეხბურთელებს ინგლისში არ გაახარებენ და თვეობით მოუწევს ლაზარეთში კუნთების და მუხლების მკურნალობა.... ძალიან დიდი შანსია რომ ე.წ. ფეხბურთის სამშობლოში ნაადრევადაც დაასრულოს კარიერა
ერთ-ორი წელი ითამაშოს ნეაპოლში და მერე გადავიდეს სამეფო კლუბში წარმატებული კარიერის გასაგრძელებლად.... სამეფო კლუბის - რეალის ვარსკვლავები მომავალი წარმატებული კარიერის გარანტიაა... დარწმუნებული ვარ რომ წელს ნაპოლი სკუდეტოს აიღებს და ჩემპიონთა თასის აღების შანსიც აქვს ... 50/50....
კახა
16:27 17-11-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული