"ლივერპული" პრემიერლიგაში მეექვსე ადგილზეა, ლიდერ "არსენალს" 15 ქულით ჩამორჩა და უკვე დაიწყო საუბრები იმაზე, რომ გუნდის შემადგენლობა სერიოზულად გადასახალისებელია.
ინგლისში აღფრთოვანებული არიან "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით და დღე არ გავა ის რომელიმე იქაურ კლუბს რომ არ დაუკავშირონ - საუბრები "ლივერპულზე", "ჩელსისა" და "მანჩესტერზეა".
euro-football-ი "გაძეტა დელო სპორტზე" დაყრდნობით იტყობინება, რომ მერსისაიდულმა კლუბმა იტალიურ სატრანსფერო ბაზარს მიაპყრო ყურადღება, "ნაპოლის" ორი ფეხბურთელით, ხვიჩა კვარაცხელიათი და ვიქტორ ოსიმენით დაინტერესდა და არა მარტო დაინტერესდა, არამედ მზადაა მათ შესძენად ზაფხულში 200 მილიონი ევრო გამოყოს.
კვარაცხელიამ ამ სეზონში სერია A-ში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო ოსიმენის ანგარიშზე 9 გოლი და 2 საგოლე პასია.
ტიპები ქეც8ან მილიონს ძლივს იმეტ3ბ3ნ.
რატო უნდა დაჯერდეს როცა შეუძლია 7 მილიონი აიღოს და თან დაცვაში არბენინებენ
ეხლა სალაჰს მესის და რონალდოს რო დაავალოს მწვრთნელმა დაცვას მიხედეო :)
იტალიური ფეხბურთი მაინც ჩაკეტილი დაცვაზე ორიენტირებულია.
ვერ იყენებს ნაპილი ხვიჩას როგორც საჭიროა.
აი ინგლისი სხვა თემაა სწრაფი დინამიური შემტევი ფეხბურთი.
სალაჰიც კი რომაში არაფრით გამორჩეული იყო სანამ არ გადავიდა ლივერში მანამდე ვერ გაიხსნა
ეს ბიჭი იგივეს გვიკეთებს ქართველებს და უკეთებს იტალიელებს! ასე, რომ ჩემი მოკრძალებული აზრია: ჯერ ბოლომდე დაიხარჯოს იმ ხალხის წინაშე ვინც მას ენდო და იტალიის ჩემპიონობასთან ერთად ევროპული თასიც მოიპოვოს და მერე აწრიალდნენ ინგლისელები მზამზარეული ფეხბურთელის შესაძენად, რომელიც რუსული გუნდის ჩვეულებრივი ფეხბურთელი ეგონათ და ფული ვერ გაიმეტეს.
ამ ეტაპზე კი ინგლისელებმა ბოდიში უნდა მოუხადონ ხვიჩა-კვარას, სათამაშო მოედანთან ასე ახლოს ჯებირის დამონტაჟებისათვის - რომელმაც ერთი თვე სამკურნალო ტრამვა მიაყენა და ერთი თვე მოაცდინა თამაშებს.