200 მილიონი კვარაცხელიას და ოსიმენის შესაძენად - რამდენად რეალურია "ლივერპულის" გეგმები?

AutoSharing Option
"ლივერპული" პრემიერლიგაში მეექვსე ადგილზეა, ლიდერ "არსენალს" 15 ქულით ჩამორჩა და უკვე დაიწყო საუბრები იმაზე, რომ გუნდის შემადგენლობა სერიოზულად გადასახალისებელია.

ინგლისში აღფრთოვანებული არიან "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით და დღე არ გავა ის რომელიმე იქაურ კლუბს რომ არ დაუკავშირონ - საუბრები "ლივერპულზე", "ჩელსისა" და "მანჩესტერზეა".

euro-football-ი "გაძეტა დელო სპორტზე" დაყრდნობით იტყობინება, რომ მერსისაიდულმა კლუბმა იტალიურ სატრანსფერო ბაზარს მიაპყრო ყურადღება, "ნაპოლის" ორი ფეხბურთელით, ხვიჩა კვარაცხელიათი და ვიქტორ ოსიმენით დაინტერესდა და არა მარტო დაინტერესდა, არამედ მზადაა მათ შესძენად ზაფხულში 200 მილიონი ევრო გამოყოს.

Fenway Sports Group-ი "ლივერპულის" გაყიდვას აპირებს და ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, ვინ შეიძენს კლუბს და ახალ მფლობელს რა გეგმები ექნება.

კვარაცხელიამ ამ სეზონში სერია A-ში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო ოსიმენის ანგარიშზე 9 გოლი და 2 საგოლე პასია.

მკითხველის კომენტარები / 18 /
რატომ დაიჩმა ამ ხალხმა ეს რეალი ვრ ვიგებ.? არ მეჯავრება ეგ გუნდი, მაგრამ რატომ არ გინდათ რომ ნაპოლიმ კონკურენცია გაუწიოს მაგ გუნდს. მე დიდი სიამოვნებით ვუყურებდი ნაპოლი რეალის თამაშს ლიგაზე და ხვიჩას გოლებს კურტუას კარში. რატომ გინდათ რომ სულ რეალმა მოიგოს ლიგა? ძალიან რთულია ერთი გუნდიდან მეორეში გადასვლით იგივე შედეგი აჩვენო, რაც გაქვს. ბევრი მაგალითია ასეთი. შევჩენკო, აზარი, როდრიგესი ( კოლუმბიელი) თავიდან ძალიან გაუჭირდა ვინისიუსს, ბოლომდე ენდნენ,თორემ შესაძლოა გაეყიდათ კიდეც. ასე რომ ხვიჩა იდეალურ გუნდშია, მისი და ოსიჰმენის წყალობით გუნდი ლიდერია, სიმართლე გითხრათ არ ველოდი რომ ნაპოლი ხუთეულში მოხვდებოდა, იმდენი კარგი ფეხბურთელების გაყიდვით. ხვიჩას ნაპოლიში თამაში გამოსდის, კონტრაქტიც აქვს, ხელფასიც გაუორმგეს, რაც მთავარია ქომაგების უდიდესი კუმირია და მეტი რაღა დარჩა? არ მგონია რეალში ასე შეუყვარდეთ.
დავით 67
02:34 14-11-2022
5
წადი ხვიჩა, წიე წადი, ექიმები მანც ეყოლებათ უკეთესი, ამათ 10 დღეა წელი ვერ მოგირჩინეს.DDD თან სკოდლენდიარდს უკვე დაჭერილი ეყოლებოდა შენი მანქანის მომპარავები, ამ კარაბინერებს კიდე კორადო კატანის მერე, ნორმალური კომისარი არ ღირსებიათ.DDDDD
რრრ
20:38 13-11-2022
26
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული