ახალი შეთავაზება მზადაა - ჯუნტოლი ხვიჩას აგენტებს უთანხმდება

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, დიდი ალბათობით, "ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს. ამის შესახებ იტალიური გამოცემა Il Mattino იტყობინება.

წყაროს ცნობით, "პარტენოპეის" სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი ხვიჩას აგენტებთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს და ქართველს ბონუსებსაც სთავაზობს.

"ჯუნტოლი უკვე ფიქრობს, თუ როგორ შეინარჩუნოს "ქართველი მესი" და მიუხედავად იმისა, რომ "კვარას" "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, მალე ახალ ხელშეკრულებას შესთავაზებს.

ახალი კონტრაქტი ბონუსებს მოიცავს. ჯუნტოლი მოთამაშის აგენტებს უკვე ესაუბრა და შეთანხმება შედგება" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩამ ტრავმის გამო "ნაპოლის" უკანასკნელი 3 მატჩი გამოტოვა.
სამწუხაროდ, დღეს შევიტყვეთ, რომ კვარა წელის ტკივილის გამო ეროვნულ ნაკრებს 17 ნოემბერს მაროკოს წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

altდე ლაურენტისმა ტრანსფერი დაბლოკა - კვარაცხელია და ოსიმენი არ გაიყიდება

alt"ნაპოლის" მოულოდნელი აღმაფრენა - კვარაცხელია ნაკრებს გამოაკლდა, მისი გუნდი მუნდიალის დროსაც ითამაშებს

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჰო, რავი, ფულს არ უნდა გამოეკიდოს. ზრდა უნდა გააგრძელოს. გარემო იდეალური აქვს. ფული მაინც მოვა და ბლომადაც.
გიორგი
02:56 15-11-2022
3
Ki zelinskis daaxloebit 5 milioni aqvs..
Givi
19:59 14-11-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული