La Gazzetta-ს თერთმეტეული, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ - ხვიჩა, ჰოლანი, სალაჰი...

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიურმა გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა იმ 11 ფეხბურთელისგან შემდგარი სიმბოლური გუნდი დაასახელა, რომლებიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებენ.

აღსანიშნავია, რომ შემადგენლობაში მოხვდა "ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელიაც.

"მართალია, მუნდიალზე ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი იასპარეზებს, მაგრამ ბევრიც სახლში დარჩება და მსოფლიო ჩემპიონატს თვალყურს ტელევიზორში მიადევნებს. შევადგინეთ გუნდი, რომელსაც მუნდიალზე გამარჯვების დიდი შანსი ექნებოდა" - წერს გამოცემა.

მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია, პსჟ).

მცველები: ენდრიუ რობერტსონი (შოტლანდია, "ლივერპული"), დავიდ ალაბა (ავსტრია, მადრიდის "რეალი"), მილან შკრინიარი (სლოვაკეთი, "ინტერი"), ხუან კუადრადო (კოლუმბია,
"იუვენტუსი").

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (იტალია, "ინტერი"), მარკო ვერატი (იტალია, პსჟ), ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო, "ნაპოლი").

შემტევები: მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე, "ლივერპული"), ერლინ ჰოლანი (ნორვეგია, "მანჩესტერ სიტი"), ვიქტორ ოსიმენი (ნიგერია, "ნაპოლი").

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბერს, მასპინძელი კატარისა და ეკვადორის დაპირისპირებით გაიხსნება.

altხვიჩა კვარაცხელია "თბილისი არენაზეა" და საქართველოს ნაკრებს ქომაგობს

altრა ვიდეო გამოაქვეყნა ხვიჩა კვარაცხელიას შეყვარებულმა "ნაპოლი" "სასუოლოს" გუშინდელი მატჩიდან [VIDEO]

alt"ხვიჩას საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გაყვანა შეუძლია" - შოთა არველაძემ "კვარაზე" ისაუბრა




მკითხველის კომენტარები / 14 /
ფიფას ნაკრები ცალკე გუნდად გაკეთდებოდა და არავისზე ცუდად ითამაშებდნენ ჩემპიონატზე..
ბუჯანგა
17:47 16-11-2022
2
ერთი კაი ფეოლაც დაჭირდება ამ სასტავს, აგერ, სლუცკი გაქცეულა რუბინიდან...
დდდ
16:51 16-11-2022
10
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული