"ის ერთი-ერთზე მელაპარაკებოდა, რათა..." - "ჩელსის" ვარსკვლავი ყოფილ თანაგუნდელ კაშიაზე საუბრობს

AutoSharing Option
"ჩელსის" ნახევარმცველმა მეისონ მაუნტმა "ვიტესში" გატარებული პერიოდი გაიხსენა. მოგეხსენებათ, ინგლისის ნაკრების მოთამაშემ 2017/18 წლების სეზონი იჯარის წესით არნემელთა რიგებში გაატარა.

მეისონმა გურამ კაშიაზე ისაუბრა. მაუნტის თქმით, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მისი კარიერის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა:

"კაპიტანი გურამ კაშია კარიერის დასაწყისში ძალიან დამეხმარა. ის ერთი-ერთზე მელაპარაკებოდა, რათა ჩემთვის თავდაჯერებულობა მოეცა. იმ დროს ეს ახალგაზრდა ფეხბურთელს ძალიან გჭირდება. როცა უფროსი, გამოცდილი მოთამაშე გელაპარაკება და რჩევებს გაძლევს იმაზე, თუ რა შეგიძლია გააკეთო მოედანზე" - განაცხადა მაუნტმა.

წყარო: Geo Team
მკითხველის კომენტარები / 15 /
სამაგალითო სპორტსმენი და ადამიანი ხარ კაშო. განათლებული და პროგრესული. წარმატებები.
დიდუბელი
14:08 17-11-2022
8
თქვენ კიდევ აგინეთ კაშიას, თქვე სი-ბო, ვითომ რამე გქონდეთ ამ ქვეყნისთვის გაკეთებული.
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული